20

757 75 26
                                    


რესტორანი, რომელშიც უკვე ნახევარ საათზე მეტია შეკრებილიყვნენ, არაფრით განსხვავდებოდა სეულის იმ ხმაურიანი რესტორნებისგან, მუდამ უამრავი ადამიანით რომ არის სავსე. ისეთი ადგილია, სეულის თითქმის ყველა ქუჩაზე რომ გადააწყდები, არც შესვლაზე იტყვი უარს და არც იქ გატარებული დრო მოგეჩვენება ფუჭად დაკარგული.

დამღლელი დღის შემდეგ მეგობრებს სწორეთ ასეთ ადგილებში უყართ დროის გატარება და არამხოლოდ მეგობრებს, ოჯახის წევრებს, საყვარელ ადამიანებსა და მათ, ვისაც უბრალოდ ერთმანეთი ანაღვლებს და რა ვიცი, შეიძლება მათაც, საერთოდ რომ არ მოსწონს აქ ყოფნა, მაგრამ სხვა გზა არ აქვთ.

ეს ხუთი მეგობარიც იმისთვის იყო შეკრებილი, კარგი დრო რომ გაეტარებინა და გამოუვიდათ კიდეც. ისეთი გარემო ტრიალებდა, თავს მშვიდად რომ გაგრძნობინებდა, თითქოს შეივსე და თან ბოლომდე ააწყვე ის ფაზლი, რომელსაც დეტალები აკლდა. ახალი დეტალებიც მოიძიე, ძველსაც მოუყარე თავი და შექმნი ერთი დიდი სურათი.

მინსო, იუნგი, ნამჯუნი, თეჰიონი და ჯია ერთ მაგიდასთან ისხდნენ და ღმერთმა იცის, მერამდენე ჭიქას სვამდნენ. არც დათვლა დაუწყიათ, არც იმაზე წუწუნი, ვინ დალევდა და ვინ არა. ფაქტია, ყველა ნასვამი იყო და არა - მთვრალი. განსაკუთრებით იუნგი, ასე ძნელად რომ ეკიდება სასმელი. ისეთი ოჯახური გარემო ტრიალებდა, ნებისმიერს შეშურდებოდა.

იმდენი რამის გახსენება მოასწრეს ამ ნახევარ საათში, თვითონაც უკვირდათ, ისეთებიც, რომლებიც არ იცოდნენ და ისეთებიც, ვერასდროს რომ ვერ დაივიწყებდნენ. ჯიაც უკვე წლებია ამ ოჯახის წევრია. თეჰიონსა და მინსოს დიდიხანია იცნობს, ნახევარ წელზე მეტია იუნგი და ნამჯუნი გაიცნო და გეფიცებით, უკვე მათ ყველაზე ახლო მეგობრებად თვლის. ჯია სწორედ იმ სურათის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელზედაც ზემოდ გეუბნებოდით.

მაგიდა მართკუთხედი იყო, ორივე მხარეს სკამები ელაგა და დიდი დაშორებები არ ჰქონდა სხვა მაგიდებისგან. იუნგი და მინსო ერთად ისხდნენ, მათ წინ ჯია, თეჰიონი და ნამჯუნი იყვნენ. ჯერ ნამჯუნი იჯდა, შემდეგ თეჰიონი და ბოლოს ჯია. ალბათ არც გაგიკვირდებათ, თემ და ჯიამ ერთმანეთის გვერდი-გვერდ რომ დაიკავეს ადგილები.

Reflection - M.YG. 🍂Where stories live. Discover now