12

762 81 19
                                    


დილით გაეღვიძებისას პირველი რაც დაინახა, ჰოლის პატარა სახე იყო, რომელიც გაკვირვებული მიშტერებოდა უცხო სილუეტს. გუშინდელი ღამის შემდეგ უცხოს ვერ ვუწოდებთ, მაგრამ ჰოლისთვის მაინც უცნობი ადამიანია, რომელიც მისი პატრონის ლოგინში წევს და მის ადგილს იკავებს. უნებურად გაეღიმა, სასაცილოდ ყურებდაცქვეტილი ჰოლი რომ დაინახა, რომელიც გვერდით გადაწეული თავით აკვირდებოდა.

ნელა წამოიწია საწოლიდან და ოთახს თვალი მოავლო. გაახსენდა გუშინდელი ღამე და უნებურად გაეღიმა სულელივით. განსაკუთრებული გუშინდელ ღამეში არაფერი ყოფილა, მაგრამ ამავდროულად იყო, რადგან მათ შორის აღმართული ის დიდი კედელი, რომელიც მათ დაახლოებას უშლიდა ხელს, ჩამოიშალა. უკვე აშკარად გრძნობს, როგორ მიილტვის ბიჭისკენ, როგორ უფრო და უფრო სჭირდება ის.

მალევე გამოფხიზლდა და ოთახიდან ფრთხილად გამოვიდა. არ იცოდა იუნგის ეძინა თუ არა, ამიტომ ეცადა ჩუმად ყოფილიყო. არც შემცდარა, როცა დივანზე დაწოლილ ბიჭს მოკრა თვალი. აშკარა იყო არაკომფორტულად ეძინა, რასაც მისი ძილის პოზა ამცნობდა გოგონას. გვერდულად იწვა, ფეხები მოეკეცა, ცალი ხელი თავის ქვეშ ამოედო, ცალი პლედისთვის ჩაეჭიდა, რომელიც აშკარად მოკლე იყო და მხოლოდ მის წელსა და მუხლებს ფარავდა, შიშველი ტერფები გარეთ გამოეყო და მშვიდად სუნთქავდა. მართალია სახლში სითბო იყო, მაგრამ არასაკმარისი იმისთვის, რომ მძინარე ადამიანი გაეთბო.

სწრაფად შევიდა ოთახში და საბანი გამოიტანა, რომელიც უფრო დიდი და თბილი იყო. ჰოლი მთელი ამ დროის განმავლობაში გვერდიდან არ სცილდებოდა გოგონას. კუდს აქიცინებდა და მასთან ერთად დადიოდა წინ და უკან. მინსომ ფრთხილად გადააფარა საბანი მძინარეს, რომ არ გაღვიძებოდა. გამომიდინარე იქედან, რომ საკმაოდ ადრე იყო, მის გაღვიძებას არ აპირებდა, ამიტომ ბიჭს ზურგი აქცია და სააბაზანოსკენ წავიდა.

Reflection - M.YG. 🍂Where stories live. Discover now