.შეხვედრა.

4.5K 276 63
                                    

როგორც ყველა ახლად გამხდარი სრულწლოვანი, ჩემთვისაც მნიშვნელოვანი იყო, პირადი თავისუფლება და დამოუკიდებლობა. მარტო ცხოვრება საკუთარ თავზე ზრუნვა და რაც მთავარია მშობლებისგან შორს ყოფნა.
იმას არ ვამბობ, რომ ცუდი მშობლები მყავს, უბრალოდ ჩემგან ყოველთვის იმას ელოდნენ, რისი მიცემაც არ შემეძლო. განსხვავებით ჩემი უფროსი ძმისგან.
ჯინი, ის ყოველთვის საამაყო შვილი იყო.
მე და ის ნახევარძმები ვართ. მამაჩვენმა, დედაჩემი, მაშინ შეირთო ცოლად, როცა ის ჯერ კიდევ პატარა იყო. არასდროს მიგრძვნია, რომ ის ჩემი ნახევარძმაა. ყოველთვის მხარში მედგა. ყოველთვის მამხნევებდა, როცა მორიგი კამათი მომივიდოდა მშობლებთან.
მაგრამ ეს ჩემთვის საკმარისი არასდროს იყო.
მარტო ცხოვრება მინდოდა. არ მსურდა, ჩემი ცხოვრება ყოველთვის მშობლებს ეკონტროლებინათ, ისე როგორც ჯინის ცხოვრებას აკონტროლებდნენ.
დედა, ყველაზე თბილი და მზრუნველი ადამიანია დედამიწაზე.
მაგრამ ვერასდროს ეწინააღმდეგება მამას აზრს, რომელსაც სურს ყველაფერი ისე იყოს, როგორც თვითონ გადაწყვეტს.
ჯინი მამის საქმიანობას მიჰყვება. რა თქმა უნდა მამას სურვილით.
ჩვენს ოჯახს პატარა ბიზნესი აქვს ბუსანში, ტექნიკის მაღაზია.
მამას უნდოდა, მეც და ჯინიც მის ბიზნესს გავყოლოდით. ჯინი ყოველთვის მსახიობობაზე ოცნებობდა, თუმცა მისი ოცნება ოცნებად დარჩა, როცა ჯერ კიდევ კოლეჯში სწავლის პერიოდში, მამამ აიძულა მაღაზიაში დაეწყო მუშაობა.
მე არ ვაპირებდი, ჩემს ოცნებაზე უარის თქმას. ცეკვა ჩემი ცხოვრება იყო და მხოლოდ იმიტომ, რომ მამას სხვა გეგმები ჰქონდა ჩემთვის მასზე უარს, არ ვიტყოდი.

ამიტომ  ერთ დღეს ავდექი და სახლიდან წასვლის გადაწყვეტილება მივიღე.
ჯერ კიდევ კოლეჯში ვსწავლობდი, თუმცა ეს ვის ანაღვლებდა? მე ნამდვილად არა.

სეული, მოსახლეობა 9,838,892, ქალაქი, სადაც მეგონა ჩემს ოცნებებს ავიხდენდი.

" დავიღალე, რომ ყველა იმას მითითებს რა გავაკეთო და რა არა!"

Senpai_____   (Edited)Where stories live. Discover now