A/P
ყველას გვქონია ალბათ, ან თუ არ გქონიათ გექნებათ, გადამწყვეტი მომენტები. როცა სასწორი გიჭირავთ ხელში და ამ სასწორის ღერძი თავად თქვენ ხართ.
სწორედ ეს მომენტი ედგა თეჰიონს, სეულში ფეხის დადგმის წამიდან.
უკვე სამი დღე იყო ფიქრობდა, რა გაეკეთებინა ნიშნობის ჩასაშლელად. ერთ მხარეს ნიშნობა იდგა, მეორე მხარეს საბუთები, რომელზეც ხელი უნდა მოეწერა, რათა კომპანია საბოლოოდ მის სახელზე გადასულიყო.
საქმე იმაში იყო, რომ ნიშნობაზე ადრე საბუთებზე ხელის მოწერა ვერანაირად ვერ ხერხდებოდა.
ეს იყო საბოლოო გამოცდა მამამისისგან, რომ დარწმუნებულიყო მის ნდობაში. მეორე დღეს უკვე ნიშნობა იყო დაგეგმილი, მთელი პრესა და მდიდართა წრე იყო მიწვეული წვეულებაზე. სამი დღე 24 საათის მანძილზე ცდილობადა თეჰიონი ჯონგუკთან დაკავშირებას, რომ აეხსნა სიტუაცია, მაგრამ ბიჭი იმდენად დაკავებული იყო ერთხელაც ვერ შეძლო თეჰიონის ზარებისთვის ეპასუხა. ყოველ ღამით უგზავნიდა შეტყობინებას ჯონგუკს.გუკი, როცა მოიცლი აუცილებლად დამირეკე, საქმე მაქვს.
მაგრამ ბიჭს ერთხელაც არ განუხორციელებია ზარი.
თეჰიონს თავ-გზა ჰქონდა არეული. ვერ ხვდებოდა, ნუთუ იმდენად დაკავებული იყო ჯონგუკი, რომ ერთხელაც ვერ შეძლო, თუნდაც შეტყობინებაზე პასუხის გაცემა.
მისი და ლიზას ნიშნობას აუცილებლად გაიგებდა, პრესის მეშვეობით, რაც ნამდვილად არ იქნებოდა სახარბიელო მდგომარეობა თეჰიონისთვის.
მაგრამ ის ხომ ცდილობდა, ღმერთმა იცის, რომ ცდილობდა.უკვე ნიშნობის დღე დადგა. ლიზას და თეჰიონის გარდა ყველა სულ მოუთქმელად ელოდა, წლის ნიშნობას.
ნიშნობის დღეს თეჰიონმა, კიდევ ერთი შეტყობინება გაუგზავნა ჯონგუკს.
არაფერი არ არის ისე, როგორც სჩანს, გთხოვ ნება მომეცი აგიხსნა.
KAMU SEDANG MEMBACA
Senpai_____ (Edited)
Fiksi Penggemar19/01/17-19/02/13 " დავიღალე, რომ ყველა იმას მითითებს რა გავაკეთო და რა არა!" "ჯონგუკ, სჯობს დამშვიდდე." "ხო ახლა, სწორედ მაგას ვაპირებდი." ცალყბად გავუღიმე უფროს ძმას და ჩანთის ჩალაგება განვაგრძე. "გუკი არ გინდა გთხოვ, მაგით ვერაფერს გამოასწორებ...