A/P
თეჰიონის და ლიზას წლის ქორწილი ჩაიშალა, მთელი ქვეყანა სეოს მოულოდნელ გადაწყვეტილებაზე საუბრობდა. იყო ბევრი ჭორი, მაგრამ ამაზე კომენტარს არცერთი აკეთებდა.
თეჰიონი პირადი საქმეებით იმდენად იყო დაკავებული, რომ მის ირგვლივ აგორებული ჭორები ნამდვილად არ აინტერესებდა, ისევე როგორც ლიზას.
უფროსი კიმი საბოლოოდ ჩამოსცილდა ბიზნესს. საზოგადოებაში გამოჩენა შეწყვიტა, სეულის ერთ-ერთ გარე უბანში დასახლდა, თავს როგორ გრძნობდა? ჰაჰ განადგურებული იყო, ასაკი ერთიორად დაეტყო. ერთი ფიქრი შურისძიებასაც გეგმავდა, თუმცა მიხვდა, რომ აზრი არ ჰქონდა. მას აღარ ჰქონდა გავლენა, არც იმდენი ფული, ამიტომ ერთი სიკეთე მაინც გააკეთა და მოსცილდა თეჰიონს და დედამისს.თეჰიონის დედა სეულში დაბრუნდა. ქერას სურდა დედამისს მათ სახლში ეცხოვრა, რაზეც ქალმა უარი განაცხადა. ბევრ ცუდ მოგონებას ინახავდა ეს ძველი სახლი, რისი გახსენებაც არ სურდა, ამიტომ ერთ-ერთ პენთჰაუსში დაიდო ბინა, რომელიც რა თქმა უნდა კიმ კორპორეიშენს ეკუთვნოდა.
ალბათ გაინტერესებთ რა მოხდა იმ ღამით ტოკიოში. ისეთი არაფერი, რასაც ელოდით. ჯონგუკმა და თეჰიონმა მთელი ღამე საუბარში გაატარეს, მერე კი ერთმანეთთან ჩახუტებულებს, ტკბილად ჩაეძინათ. ხო ტკბილი ძილი, რომელიც წელიწადზე მეტი იყო არცერთს არ ღირსებია.
იმედი გაგიცრუვდათ? მე არა, ეს სიყვარულია, მეგობრებო.ერთი თვე გავიდა, რაც სეულში დაბრუნდა ჯონგუკი, თეჰიონთან ერთად. ისევ ძველ სტუდიაში დაიწყო მუშაობა.
ერთ დღეს ლიზამ და ჰოსოკმა, მთელი სამეგობრო შეკრიბეს და მომავალი ქორწინების შესახებ აცნობეს.
და მალე ყველა თავით იყო ჩაფლული მათი ქორწილის ორგანიზებაში. რა თქმა უნდა ეს ფაქტი არ გამოჰპარვიათ ჟურნალისტებს. მალე გაჩნდა ინტერნეტში სტატირბი სათაურით.
"გახდა კი მოცეკვავე მიზეზი,წლის ქორწილის ჩაშლის?"
"ლიზამ მალე იპოვნა შემცვლელი, არც მეტი არც ნაკლები მოცეკვავე."
"თეჰიონს თავისივე მეგობართან უღალატეს?"
VOCÊ ESTÁ LENDO
Senpai_____ (Edited)
Fanfic19/01/17-19/02/13 " დავიღალე, რომ ყველა იმას მითითებს რა გავაკეთო და რა არა!" "ჯონგუკ, სჯობს დამშვიდდე." "ხო ახლა, სწორედ მაგას ვაპირებდი." ცალყბად გავუღიმე უფროს ძმას და ჩანთის ჩალაგება განვაგრძე. "გუკი არ გინდა გთხოვ, მაგით ვერაფერს გამოასწორებ...