A/P
დიდხანს იდგა შავთმიანი ბიჭი მუხლებზე, სარეპეტივიო ოთახში. დიდხანს აანალიზებდა მომხდარს. რატომ მოსწონდა ის, რასაც თეჰიონი აკეთებდა? რატომ ჰქონდა უფრო მეტი ლტოლვა მის მიმართ, როცა ისე ექცეოდა როგორც ძუკნას? ფიქრობდა სტოქჰოლმის სინდრომზეც, მაგრამ ბოლოს გამორიცხა. ის ხო ამ ყველაფერს თავისი ნებით აკეთებდა, არავინ არაფერს აიძულებდა. მეტიც თვითონ უბიძგებდა ქერას ამ ყველაფრისკენ.
ნუთუ იმდენად იყო დამოკიდებული თეჰიონზე, რომ ყველაფრისთვის მზად იყო, ოღონდ კი მისი ყურადღება მიექცია.
როდის დაიწყო ყველაფერი? ან როდის დამთავრდებოდა? ჯონგუკი ხომ ის ბიჭი იყო, ვინც მთელი სამი თვე ცდილობდა თავიდან ამოეგდო თეჰიონი, გზატკეცილის ბიჭი. და ახლა რა შეიცვალა? რატომ აღარ ცდილობს მის დავიწყებას? რატომ აღარ სურს მისი დავიწყება? მას საცოლე ჰყავს, ის მდიდარი სეოა, და ვინ არის ჯონგუკი? მასთან შედარებით არავინ. თეჰიონს ბევრი ჰქონდა დასაკარგი, ჯონგუკს კი არაფერი. ნუთუ ასეთი ეგოისტია, რომ მასთან ყოფნის გამო მზად არის ყველაფერი, რაც თეჰიონს გააჩნია სასწორზე შეაგდოს.
ქვეყანაში სადაც ჰომოფობია სუფევს, არავინ მიიღებს მათ ურთიერთობას. ალბათ ჟურნალებიც აჭრელდება სტატიებით ჰომოსექსუალი სეოს და მისი საყვარლის შესახებ. თეჰიონი დაკარგავს რეპუტაციას, არაჩვეულებრივ საცოლეს და ვის გამო?
თეჰიონი რატომღა აყენებდა ყველაფერს რისკის ქვეშ? ალბათ იმიტომ რომ ეს ურთიერთობა, მისთვის არაფერს ნიშნავდა. უბრალო გართობა იყო და მეტი არაფერი. ის არ ფიქრობდა, რომ ამ ურთიერთობას ვინმე გაიგებდა საერთოდ. ზურგს უკან კი რასაც უნდოდა, იმას გააკეთებდა. ვისაც უნდოდა, იმას გაჟიმავდა და საზოგადოებაში, მაინც ისე გამოჩნდება, როგორც წესიერი, მდიდარი ახალგაზრდა სეო, უმშვენიერესი საცოლით და ნათელი მომავლით.
ფიქრი, ფიქრს მოსდევდა დრო ისე შემოეპარა ვერც გაიაზრა, რომ უკვე ერთ საათზე მეტი იყო გასული, რაც თეჰიონმა ოთახი დატოვა და თვითონ იმავე მდგომარეობაში იდგა.
YOU ARE READING
Senpai_____ (Edited)
Fanfiction19/01/17-19/02/13 " დავიღალე, რომ ყველა იმას მითითებს რა გავაკეთო და რა არა!" "ჯონგუკ, სჯობს დამშვიდდე." "ხო ახლა, სწორედ მაგას ვაპირებდი." ცალყბად გავუღიმე უფროს ძმას და ჩანთის ჩალაგება განვაგრძე. "გუკი არ გინდა გთხოვ, მაგით ვერაფერს გამოასწორებ...