.actually fuck u.

2.1K 202 135
                                    

ჯონგუკ (POV)

დილით საშინელმა თავის ტკივილმა გამაღვიძა. საწოლზე ვიღაცის არსებობა ვიგრძენი.
თავი ავწიე და გავშეშდი.
_თეჰიონი აქ როგორ აღმოჩნდა?  ამ ფიქრების განვითარების საშუალება არ მომცა, ვიბრაციის შეგრძნებამ თავში, გულის რევამ. სააბაზანოში გავიქეცი.
იქედან გამოსულს, თეჰიონი ხელებგადაჯვარედინებული და სერიოზული სახით დამხვდა, უკვე კარგად გამოფხიზლებული.

"გუშინ რას გავდა შენი საქციელი ჯონგუკ?"

სიმკაცრეს არ აკლებდა ხმაში.

"...."

"რატომ დალიე იმდენი? მთელი ღამე ბორგავდი... რა სისულელას აღარ იძახდი. ის რომ გიყვარვარ... ათას უაზრობას!"

"მაგრამ ეს სიმართლეა..."

თავი ჩავხარე. მოულოდნი აღიარებისგან შემრცხვა.  ვიცოდი, ეს თეჰიონს არ გაახარებდა.

"რა არის სიმართლე?"

დასაზუსტებლად მკითხა თეჰიონმა.

"არაფერი დაივი..."

"რა არის სიმართლე?!"

იყვირა. მოულოდნობისაგან შევხტი.

"ის, რომ მ-მიყვარხარ..."

შეშინებულმა ავხედე. წამიერად დაბნეული მომეჩვენა, მაგრამ შემდეგ ისევ იმ განრისხებამ გაუნათა თვალებში.

"ეს დაუშვებელია. არასდროს მომიცია უფლება ასე გეფიქრა, რატომ? მიპასუხე რატომ გიყვარვარ?!"

უკვე ბრაზმორეული მანჯღრევდა, მე კიდე ხმას ვერ ვიღებდი. უბრალოდ ვტიროდი. ის კი ყვირილს აგრძელებდა.

"მ-მე არ ვ-ვიცი, ასე მ-მოხდა..."

"ვიცოდი, რომ შენნაირ ბავშვთან საქმე არ უნდა დამეჭირა! არა რაზე ვფიქრობდი საერთოდ... "

ხელი გამიშვა და თითქოს თავის თავს ელაპარაკებოდა.

"თეჰიონ გთხოვ შანსი მომეცი, ვიცი რომ შენც..."

"რა მეც? რა მეც?! ეგ გულშიც კი არასდროს გაივლო. მე ჩემი ცხოვრება მაქვს ჯეონ, ჩვენ მხოლოდ ვჟიმაობთ, აქ იწყება და მთავრდება ჩვენი ურთიერთობა. მაინც რა გეგონა, რისი იმედი გქონდა?
მე საცოლე მყავს, გასაგებია?!
ს ა ც ო ლ ე..."

Senpai_____   (Edited)Nơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ