. Jealousy? .

2.2K 217 135
                                    

A/P

მთელი კვირა ისე გავიდა, თეჰიონს და ჯონგუკს ერთმანეთი არ უნახავთ. უფროსი აშკარად არიდებდა თავს, მასთან შეხვედრას. ყოველთვის იმ დროს მიდიოდა კომპანიაში, როცა ჯონგუკი რეპეტიციას ასრულებდა, ან იმ დროს, როცა ჯონგუკი ისვენებდა. უმცროსი ხვდებოდა თეჰიონის განზრახვას, მაგრამ თვითონაც არ იყო მზად მასთან შეხვედრისთვის, მას შემდეგ, რაც მათ შორის ბოლოს მოხდა.
სამაგიეროდ არ გაუმართლათ კომპანიის სხვა თანამშრომლებს. თეჰიონის გამოჩენა, ყველას თავზარს სცემდა. არ გავიდოდა დღე, ვინმესთვის შენიშვნა არ მიეცა. უხეშობა უკვე ჩვეულებად ექცა ქერას.

"უგულო ნაბიჭვარი" ამ სახელით მოიხსენიებდნენ თეჰიონს მის ზურგს უკან.

ქერას არ აინტერესებდა მათი აზრი, ან ძალიანაც აინტერესებდა, მაგრამ იმიჯს ინარჩუნებდა. თავს ისე იჭერდა, თითქოს მხოლოდ შედეგები აინტერესებდა და არა საშუალება, როგორ მიაღწევდა ამ შედეგს.

ზაფხულის  მეორე თვე დაიწყო. საკმაოდ ცხელოდა.
მიუხედავად გაგრილების სისტემისა, სარეპეტიციო დარბაზში ისე ცხელოდა, როგორც ჯოჯოხეთში.

იატაკზე გაშოლტილი ჯონგუკი მძიმედ სუნთქავდა და თავში თეჰიონის გარდა არაფერი უტრიალებდა. ვერ ახერხებდა კონცენტრირებას ახალ მოძრაობებზე, რომელიც საღამომდე უნდა მოემზადებინა და ჯიმინისთვის ეჩვენებინა. არ უნდოდა და არც შეეძლო, მისთვის  ან ჰოსოკისთვის იმედები გაეცრუნებინა,
მხოლოდ იმის გამო, რომ გულს ვერ უდებდა საქმეს.

ტელეფონის ზარი.

ბიჭმა ეკრანს დახედა და გაიღიმა.

"გისმენ ჯინ."

ჰიონ,მე ჰიონი ვარ. როდის უნდა ისწავლო თავხედო ბიჭო?

"ხო მეც მომენატრე ძმაო."

ჩაიხითხითა ბიჭმა და გაიგონა, როგორ ჩაიფრუტუნა მეორე ხაზიდან ჯინმა.

Senpai_____   (Edited)Where stories live. Discover now