თეჰიონი მანქანასთან იდგა და ტელეფონით, ვიღაცას ესაუბრებოდა.
"გუკი რას აკეთებ?"
"აჰ.. არაფერს..."
"გამოფხიზლდი, რა გემართება?"
"არაფერი ჰიონ."
თეჰიონმა ჩვენსკენ გამოიხედა, ჰობიმ მხიარულად დაუქნია ხელი.
მის სახეზე მკრთალმა ღიმილმა გადაირბინა, მერე კი პირდაპირ მე მომაპყრო მზერა.
ისევ ნაცნობი შეგრძნება, გული ამიჩქარდა და სასწრაფოდ თვალი ავარიდე.
როგორც იქნა მორჩა საუბარს, ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო და ჩვენსკენ წამოვიდა.
"აქ რას აკეთებ თე?"
"ვმუშაობ, ჰიონ დაგავიწყდა?"
გაუღიმა ჰოსოკს.
"არ ველოდებოდი, თუ პირველივე დღიდან ასეთი შემართებით შეუდგებოდი მუშაობას. მამაშენი სტუდიაში თითქმის არ მოდიოდა."
"ალბათ მისთვის საინტერესო არ იყო, ჩემთვის კი ვფიქრობ ძალიან საინტერესო იქნება."
ამ სიტყვებზე თვალი ჩემსკენ გამოაპარა. მე თავი ისე მეჭირა თითქოს მის სიტყვებს ყურადღებას არ ვაქცევდი. ან რატომ უნდა მიმექცია? ალბათ ცეკვაზე საუბრობდა.
"მიხარია, რომ ასეთი საქმიანი გახდი."
თვალი ჩაუკრა ჰოსოკმა.
ამ საუბარში უკვე შენობაში შევედით. თანამედროვე სტილის მაღალჭერიანი შენობა იყო. სპილოსძვლისფერი კედლებით და ულტრა თანამედროვე ტექნიკით. სადაც გავიხედე, ყველგან ციფრული ეკრანები დავინახე, სხვადასხვა პერფორმანსების კოლაჟი გადიოდა.
მისაღებში მჯდომი გოგონა ფეხზე წამოიჭრა, როგორც კი თეჰიონს მოჰკრა თვალი.
"თეჰიონ, როგორ მიხარია აქ რომ გხედავ. შენი კაბინეტი უკვე მზადაა, მაგრამ არ ვიცოდი დღეიდან თუ აპირებდი დაწყებას."
CZYTASZ
Senpai_____ (Edited)
Fanfiction19/01/17-19/02/13 " დავიღალე, რომ ყველა იმას მითითებს რა გავაკეთო და რა არა!" "ჯონგუკ, სჯობს დამშვიდდე." "ხო ახლა, სწორედ მაგას ვაპირებდი." ცალყბად გავუღიმე უფროს ძმას და ჩანთის ჩალაგება განვაგრძე. "გუკი არ გინდა გთხოვ, მაგით ვერაფერს გამოასწორებ...