.nothing like us.

1.9K 212 111
                                    

A/P

უფროსი კიმი გაოცებისგან გონს ვერ მოდიოდა, უკეთესი იქნებოდა გვეთქვა "გამოშტერებული" იდგა საკომფერენციო დარბაზში და თვალს არ ახამხამებდა. თავის მხრივ ვერც აქციონერები  ბედავდნენ, რაიმე ეთქვათ. ეს ძლევამოსილი სეო, რომელიც წლების მანძილზე თავზარს სცემდა ყველას, იმ წუთში უძლურ, დაჩაჩანაქებულ მოხუცს მოგაგონებდათ. საუბრის და მოქმედების უნარი წართმეული ჰქონდა.
აქციონერებმა უსიტყვოდ, მხოლოდ თავის დაქნევით მიიღეს გადაწყვეტილება, კიმი მარტო დაეტოვებინათ. სათითაოდ ტოვებდა ყველა დარბაზს, ჩუმად და ფეხაკრებით. უფროსი კიმი კი ისევ ისე იდგა.
ბოლოს, როცა ყველა გავიდა, ერთ-ერთი სკამი აიღო და მთელი ძალით მიანარცხა კედელს. ყვიროდა განწირული ხმით.
იმ დროს ერთადერთი რაც თავში უტრიალებდა, ეს თავისი რეპუტაცია იყო, თუ როგორ შეულახა ის პატარა ბიჭმა და როგორ დაამცირა იმათ წინაშე, ვისაც მთელი ცხოვრება ფეხის წვერებზე ატარებდა. ისევ თავისი სიამაყე იყო მისთვის მთავარი, ისევ ის ეშმაკი უჭამდა, უწამლავდა გონებას.

თეჰიონ (POV)

რაც საკომფერენციო ოთახი დავტოვე, ღიმილი არ მშორდებოდა სახიდან.
მივიკვლევდი გზას დერეფანში, შემდეგ ქუჩაში, შემდეგ აეროპორტში. ერთი სული მქონდა როდის შევხვდებოდი ჩემს პატარას.

კომპანიიდან გამოსვლისთანავე დავურეკე ლიზას და ახალი ამბავი ვუთხარი. შემეძლო იმ წამს მისი ბედნიერი სახე წარმომედგინა, სიხარულისგან ბოლო ხმაზე კიოდა.

"თეჰიონ... თეჰიონ არ მჯერა ნუთუ ყველაფერი დასრულდა!"

მხოლოდ ამ სიტყვებს იმეორებდა და კისკისებდა.
მისმა ბედნიერებამ, მეც მომფინა ღიმილი სახეზე, კიდევ ერთხელ.

აეროპორტის მოსაცდელში ვიდექი, ყველა ფორმალობის გავლის შემდეგ და ჩემს რეისს ველოდებოდი, რომელიც ერთ საათში იყო დაგეგმილი.

ჰოსოკისგან შეტყობინება მივიღე.

"ეს რომ არ გაგეკეთებინა, ჩემი ხელით ჯერ შენ მოგკლავდი და მერე მამაშენს."

Senpai_____   (Edited)Donde viven las historias. Descúbrelo ahora