.that's how we ball out.

2.1K 208 143
                                    




თეჰიონ (POV)

ჯერ კიდევ თოთხმეტი წლის ასაკში დავკარგე ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი, დედა.
პირველად და უკანასკნელად შევესწარი მამას და დედას ჩხუბს.

"მეტის ატანა აღარ შემიძლია, შენ ერთი ძალაუფლების მოყვარული ნაძირალა ხარ, არ მინდა ჩემი შვილიც შენ დაგემსგავსოს!"

"თუ აქ ხარ ჩემს წესებს დაემორჩილები, თუ არა და შეგიძლია, იმ წუმპეში დაბრუნდე, საიდანაც თხუთმეტი წლის წინ ამოგათრიე."

ჩვეული სიმშვიდით პასუხობდა მამა.

"მე თუ წავალ თეჰიონსაც თან წავიყვან..."

"მაგაზე ტყუილად ფიქრობ, თეჰიონი აქ რჩება. ის ჩემი შვილია."

"ის ჩემიცაა, მე ვატარე ცხრა თვე მუცლით, მასზე შენზე მეტი უფლება მაქვს."

უკვე განწირული ხმით ამბობდა დედა.

"მოითხოვე, იქნებ გაგიმართლოს."

გაუღიმა მამამ, მაგრამ ეს არ იყო თბილი ღიმილი.თუმცა მაშინ ამას ვერ ვხვდებოდი.

"გთხოვ ბავშვი... ი-ის ჩემია, ჩემი თეჰიონი..."

გამწარებული ტიროდა დედა.

"შენ რომ წაიყვანო, მას რა მომავალს შეუქმნი, მითხარი, როგორ აპირებ მას ის მისცე, რისი მიცემაც მე შემიძლია. უზრუნველი ცხოვრება, ნათელი მომავალი. ის ჩემი მემკვიდრეა ამის დედაც!"

პირველად ვისმენდი, როგორ აუმაღლა მამამ ხმას.

Senpai_____   (Edited)Donde viven las historias. Descúbrelo ahora