.გამარჯვებული?.

2.1K 210 79
                                    

A/P

მთელი ღამე საწოლში ბორგავდა თეჰიონი, იმ წყეული ოთახიდან გამოსულს ჯონგუკი აღარ დახვდა წვეულებაზე.
სახლში მისული ცივ შხაპს შეეყუდა, მაგრამ მის აღგზნებულ სხეულს ამანაც არ უშველა.
ამ დროს კი ჯონგუკი კმაყოფილი სახით მიაბიჯებდა ჯიმინთან ერთად სეულის ქუჩებში.
ჯიმინს ვერ გაეგო ბიჭის მხიარულების მიზეზი, მაგრამ როცა უმცროსის ბედნიერ სახეს ხედავდა, თვითონაც ბედნიერდებოდა.

"ჯიმინ თეჰიონს დიდი ხანია იცნობ?"

"საკმაოდ, ასე მოულოდნელად ის რამ გაგახსენა?"

"არ ვიცი, უცებ მომაგონდა ... სულ ასეთი იყო?"

"როგორი ასეთი? ნაბიჭვარი?"

"ნუ ხო..."

ცოტა არ იყოს გულზე მოხვდა, ჯიმინის სიტყვები. თავის გულში არაერთხელ გაუფიქრებია თეჰიონზე, რომ ნაბიჭვარია, მაგრამ სხვისი პირიდან ხმამაღლა ამოსული ეს სიტყვა, არ ესიამოვნა.

"არა, სულ ასეთი არ იყო... არ ვიცი რამ შეცვალა... გითხრა სიმართლე თავიდან, რომ გავიცანი ერთი განებივრებული მდიდარი ბიჭუნა მეგონა, თუმცა მერე მივხვდი, რომ ვცდებოდი. ის ყოველთვის თავზე ხელ-აღებული იყო.
არასდროს აინტერესებდა ზედმეტი ფორმალობები, არც საზოგადოებრივ პრინციპებს აქცევდა ყურადღებას. ყოველთვის მამამისის წინააღმდეგ მიდიოდა და არასდროს ნდომია სეო გამხდარიყო. მუსიკა... ხო მუსიკა იყო მისი ერთადრეთი მიზანი. ალბათ თხუთმეტი წლის ვიყავი, როცა პირველად შევხვდი. ერთად ვსწავლობდით, მე ახალი გადმოსული ვიყავი სეულში. ასე ვთქვათ ჩემი პირველი მეგობარი იყო აქ.
როგორც კი სკოლა დავამთავრეთ, მე ხელოვნების აკადემიაში ჩავირიცხე, მასაც იქ უნდოდა სწავლის გაგრძელება, მაგრამ მამამისი სასტიკი წინააღმდეგი იყო. სწორედ ამის გამო წავიდა სახლიდან."

"მოიცა რა? სახლიდან წავიდა?"

ჩაეჩრა ჯონგუკი.

"ხო... არ მინდა ამ ამბით მოგაწყინო თავი, სხვა რამეზე ვილაპარაკოთ."

Senpai_____   (Edited)Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang