საუკეთესო მეგობარი

714 92 8
                                    

"საუკეთესო მეგობარი
არასოდეს მიგატოვებს...
რაც არ უნდა გასაჭირში ჩავარდე... ის ყოველთვის შენ გვერდზე
იქნება და
რაც არ უნდა აწყენინო და ატკინო გული ყველაფერს გაპატიებს "

მე და თეჰიონი მივაბიჯებდით ამ უსასრულო ტყეში და მეგონა არასოდეს არ დამთავრდებოდა...

მიხაროდა... მიხაროდა თეჰიონი რომ ისევ ჩემ გვერძე იყო... ბედნიერი და გახარებული ვუმზედი და ვხვდებოდი თუ როგორი ბედნიერი ვიყავი ის რომ ჩემ ცხოვრებაში არსებობდა...

-მოდი დავისვენოთ... ძალა აღარ მაქვს ფეხებში... ორი დღეა არც წყალი ჩამსვლია პირში და არც ლუკმა... - დავიწყე წუწუნი... პრინციპში რა წუწუნი ეს ასეც იყო... ძალა აღარ მქონდა ფეხებში.. იქვე ხესთან ჩამოვჯექი... თეჰიონიც ჩამომიჯდა...

-აჰა აიღე-თქვა მან და კონსერვს მაწვდიდა..

-ეს საიდან-ვკითხე თეჰიონს

-როუზიმ მომცა... გეშიებათო და აჰა ეს ჭამეთო სანამ ქალაქამდე ჩავალთო... - და უფრო ახლოს მომაწოდა

-კი მაგრამ შენ არ გინდა - ვუთხარი მე

-არა არ მინდა

-შენ მერე მშიერი რჩები

-კარგი რა გამომართვი- და მუხლებში ჩამიგდო.. - წავალ სადმე იქნება წყალი ჩამოდიოდეს... - თქვა და წასვლა დააპირა როცა დგებოდა ხელში ჩავკიდე

-არ დამტოვო გთხოვ-და საკმაოდ ბავშური თვალებით შევხედე

-მე არასოდეს მიმიტოვებიხარ შენ და არც არასოდეს მიგატოვებ - ეს მითხრა ისე თავდაჯერებით რომ ხელი გავუშვი... ის კი ტყეში მიიმალა

-მალე დაბრუნდი-მივაძახე...

ვფიქრობდი უნდა მეჭამა თუ არა ეს კონსერვი... ტყე ისე დიდი ჩანდა რომ შეიძლება ვერც გაგვეღწია...

ჩემი ქმარი მონსტრია❤️😈(დასრულებული) Donde viven las historias. Descúbrelo ahora