epilogue

3.9K 229 15
                                    


20 დეკემბერი
:შობამდე 5 დღით ადრე:

საშობაო სამზადისში ჩართულ საზოგადოებას, სრულიად დავიწყებია თვით შობის არსი

ისინი გამუდმებით ქაოსურად აწყდებიან სავაჭრო ცენტრებს და ასევე ქაოსურად ყიდულობენ იმ ნივთებს რომლებიც ჭირდებათ ან უბრალოდ დაბალ ფასში ხვდებათ

ამ ქაოსურ და ფულის სუნით დაბინძურებულ საზოგადოებაში გამოიკვეთება ქერათმიანი დაახლოებით ერთი ან ორი წლის პტარა ომეგა.

ის დაბნეული უცქერს ირგვილ მყოფი საზოგადოების მღელვარებას, თვალები ცრემლებით ევსება და ეძებს მშვიდ ადგილს რადგან აქ გამუდმებით ვიღაც ეტაკება...

მალევე პოულობს ადგილს საახალწლო ნაძვის ხის გვერდით, როგორი ლამაზი, მაგრამ ამავდროულად ჭუჭყით დასვრილი სახე ჰქონდა...

გაცვეთილი ფეხსაცმელებით, დაცრეცილი შარვლითა და შეხსნილი გაპარტახებული პერანგით იდგა.

მისი ჩაცმულობა საკმაოდ სარისკო იყო , დეკემბრის შუა რიცხვებში ისედაც საკმაოდ ბევრი მოსახლე დაკარგა ამ ქალაქმა...

ქალაქი სფინქსის სახელით იყო ცნობილი, ის განთქმული იყო მისი ულამაზესი გაზაფხულით...

საკურას აყვავილება ძალზედ საუცხოო სანახაობაა, მაგრამ მშვიდი და თვალისმომჭრელი გაზაფხულის გარდა  სფინქსი თავისი მკაცრი და გაუსაძლისი ზამთრით არის სახელგანთქმული

სწორედ ამიტომ იყო ამ პატრა ომეგას ჩაცმულობა  შოკისმომგვრელი მაგრამ ამას ვერავინ ამჩნევდა

მისი აცრემლებული თვალები ძალზედ მძიმე სანახავი იყო... საკმარისი იყო მხოლოდ ერთხელ ჩაგეხედათ მის თვალებში იმ წამსვრ მოიხიბლებოდით მათი ვარსკვლავური ნათებით...

ეს ყველაფერი ხდებოდა სავაჭრო ცენტრ ფენიქსში. ეს ქალაქის მთავარი სავაჭრო ცენტრი იყო...

სავსემთვარეობაWhere stories live. Discover now