[[ჯონგუკის პერსპექტივა]]
ბოლო წუთამდე ვამხნევებდი მას და მომავლის იმედს ვაძლევდი, ბოლო წუთამდე ვიზიარებდი მის ტკივილს და ტანჯვას ვუნახევრებდი
მაგრამ დადგა დრო, დადგა დრო ბედისწერამ გადაწყვიტოს ჩვენი მომავალი.
მისი უდაოდ ლამაზი, უმწიკვლო სხეული საოპერაციოს კარებს მიღმა გაუჩინარდა.
მისი თვალები იმდენად იდუმალი იყო, თითქოს მზად იყო ყველაფრისთვის მაგრამ მე? მე მზად ვარ?
ვაპატიებ ჩემს თავს იმას რაც ჩავიდინე? და ჩემი სისულელე რომ არა იქნებ ასეთი რამ არ გადაგვხდომოდა თავს
ჩემი ციდვებისთვის ვისჯები? დაე დავისაჯო მაგრამ არა ასე... როგორი რეაქცია მექნება როცა ექიმი გამოვა და იტყვის
"სამწუხაროდ ჯიმინის გადარჩენა ვერ შევძელით მაგრამ პატარები კარგად არიან"-ო
უნდა გამიხარდეს მათი კარგად ყოფნა? თუ სამუდამო გლოვას მივეცე ჩემი ერთადერთი სიყვარულის დანაკარგის გამო
ჩემს ირგვლივ ჩემი ოჯახის წევრები ტრიალებენ, ვგრძნობ მათ თვალებს ჩემს სხეულზე ალბათ ფიქრობენ
"მისი ბრალია ყველაფერი" "ისაა პასუხისმგებელი ჯიმინის სიცოცხლეზე"ის დრო რომელიც უწინ ელვის სისწრაფით მიქროდა ახლა იწელება, იწელება იმ საზარელი კოშმარივით რომელსაც ყოველ ღამე ვნახულობდი
საათის ისრები თითქოს განგებ მოძრაობენ ნელა და ამაყად, თითქოს დამცინიან
რამდენიმე საათის შემდეგ კარები იღება და იქიდან ფერდაკარგული ძალაგამოლეული ექიმი გამოდის
მიყურებს და მიხლოვდება , მიახლოვდება და ჩემს გონებაში ათასგვარი საზარელი აზრი ტრილებს
ახლოს მოსული ბეჭზე ხელს მადებს და მეუბნება
YOU ARE READING
სავსემთვარეობა
Fanfiction"ჯეონები რომ არა, უკვე მკვდარი იქნებოდი პაკ ჯიმინ!" "და ვინ თქვა რომ სიცოცხლე მსურს მას შემდეგ რაც შენ გააკეთე ჯეონ ჯონგუკ"