დილის 6 საათია, ჯონგუკის უკან მიტოვების შემდეგ თავი ფიქრებით ამევსო და ძილიც ვერ შევძელი
მისი წითელი ცრემლებით სავსე თვალები, როგორ მინდა მათი დავიწყება მაგრამ ვერ ვივიწყებ
როგორი სულელი და მეამიტი ვარ. მას შემდეგ რაც მან გააკეთა მას შემდეგ რაც მან მე გამიკეთა კვლავ დამნაშავედ ვგრძნობ თავს
რამდენჯერმე გავიხედე უკან, ის გაუნძრევლად იჯდა სველ ასფალტზე! სულელი ასე ხომ გაცივდება?!
სახლში სველი დავბრუნდი, მამა ვონჰომ თავისი ვაჟის ფერომონები იგრძნო ჩემს მაისურზე და ათასობით კითხვა დამისვა
არცერთ მათგანზე პასუხი არ გამიცია გარდა ერთისა. მამამ მკითხა ვაპირებდი თუ არა ჯონგუკთან შერიგებას და მეც დაუფიქრებლად და თამამად ვუპასუხე "აუცილებლად!"
მამას ჩემს პასუხზე გამომეტყველება შეეცვალა, და მის სახეზე სადღაც გადაკარგული ბედნიერება დაბრუნდა
ფიქრებში გართული ფანჯრის რაფაზე ჩამოვჯექი შარვლის წინა ჯიბეში ვიბრაციამ ფიქრებიდან გამომაფხიზლა მალევე გავაანალიზე, რომ ეს ჩემი მობილური იყო
პაკ ჯიმინ მე შენ მთელი ჩემი არსებით შეგიყვარე და არ დავუშვებ შენს დაკარგვას, მთელი ცხოვრება რომ მალოდინო დაგელოდები. ბოლო ამოსუნთქვამდე დაგელოდები პაკ ჯიმინ! შენ ხარ ჩემი პირველი და უკანასკნელი სიყვარული, მხოლოდ და მხოლოდ შენ მიყვარხარ მაგრამ სამუდამოდ ასე არ იქნება ამას ვერ დაგპირდები , დილა მშვიდობისა პრინცესა წარმატებულ დღეს გისურვებ . და ხო აბების მიღება არ დაგავიწყდეს"
YOU ARE READING
სავსემთვარეობა
Fanfiction"ჯეონები რომ არა, უკვე მკვდარი იქნებოდი პაკ ჯიმინ!" "და ვინ თქვა რომ სიცოცხლე მსურს მას შემდეგ რაც შენ გააკეთე ჯეონ ჯონგუკ"