[[ჯიმინის პერსპექტივა]]
იმ გააფთრებული ქალის ხელები ჩემს მუცელს იმდენად ნაზად შეეხო, რომ გაკვირვებისკან თვალები გამიფართოვდა
"მართალია ამ ბინძური ომეგას სხეულში ხარ მაგრამ შენს ფერომონებს უკვე ვგრძნობ, შენ ნამდვილი ალფა ხარ"
ბინძური?! მან ამ წამს... ალფა.... ჩემი პატარა ალფა იქნება?! მაგრამ ვინ მისცა ამ ქალს ამდენის უფლება
"იქნებ სქესიც გვითხრა და ფული დაგვაზოგინო ქალბატონო ბებია"
ვუთხარი მე , ის უმალ ყურში მწვდა
"ვინ მოგცა ბებიას დაძახების უფლება, ტუტუცო ბავშვო"
"ბებია შეწყვიტე"
მობეზრებული ხმით ეუბნება ჯონგუკი რაზეც ქალი არ აყოვნებს და მის ყურს მეორე ხელით იჭერს
"როგორც ჩანს ორივეს აღზრდა დაგაკლდათ"
"გამიშვი! თორემ მამას ვეტყვი"
პატარა ბავშვივით დაემუქრა ჩემი თითქოს და უშიშარი ალფა
"არც კი გაბედო, არ მაქვს მისი საყვედურების სმენის თავი"
"მაშინ გაგვიშვი"
ხანში შესულმა ქალმა ამოიოხრა და ჩემმა აწითლებულმა ყურებმა თავისუფლების გემო იგემა
"და სად არის ჩემი პატივცემული ვაჟი?"
იკითხა მან
"აქ ვარ დედა"
კარებიდან შემოსძახა მამა ვონჰომ , ფეხზე სწრაფი ტემპიტ გაიხადა ჩემთან მოვიდა და მის ზურგს უკან მომაქცია თითქოს გასროლილი ტყვიისგან მიცავსო
"თავხედო! ასე უნდა მომესალმო?!"
"მაპატიე დედა მაგრამ ვიცი რომ ომეგებთან ცუდი დამოკიდებულება გაქვს ამიტომ არ მსურს ჯიმინს რაიმე ავნო"
"სულელო! ჯიმინი ჩემი შვილთაშვილის მომავალი დედაა! შენი აზრით რამეს დავუშავებ?!"
მისი სიტყვების გაგონების შემდეგ მამამ გვთხოვა ოთახი დაგვეტოვებინა, ჩვენც დავემორჩილეთ მის თხოვნას და ოთახში ავედით
YOU ARE READING
სავსემთვარეობა
Fanfiction"ჯეონები რომ არა, უკვე მკვდარი იქნებოდი პაკ ჯიმინ!" "და ვინ თქვა რომ სიცოცხლე მსურს მას შემდეგ რაც შენ გააკეთე ჯეონ ჯონგუკ"