ნაწილი 12

1.2K 163 20
                                    

მისი სიტყვების გაგონებაზე სისხლი გამიშრა, გული ამიჩქარდა ვიფიქრე რომ უბრალოდ ხუმრობდა და სიცილით ვკითხე

"რას გულისხმობთ? ფეხმძიმედ ვარ , თან ტყუპებზე"

"სწორედ ეს არის პრობლემა ბატონო პაკ,  პირველი წარუმატებელი ორსულობის შემდეგ წელიწადის ამ დროს ტყუპების გაჩენა სიკვდილის ტოლფასია ომეგასთვის

ზამთარი გვიახლოვდება, ეს ზამთარი კი წითელ მთვარეს დაემთხვევა, იმის შანსები რომ მშობიარობის შემდეგ გადარჩებით თითქმის ნოლს უდრის"

ჯონგუკის თვალებში ბედნიერების ნაპერწალი უმალ ჩაქრა, ერთ დროს მზესავით კაშკაშა თვალები უემოციო მკვდარ თვალებად იქცნენ

"გავრისკავთ"

ხმამაღლა და გარკვევით ვუთხარი ექიმს რომელიც გაკვირვებული მიყურებდა

"თქვენი ნებაა რას გააკეთებთ , მაგრამ ხვალამდე პასუხი უნდა ვიცოდე რომ აბორტი გვიანი არ იყოს"

ოთახიდან ჩუმად გამოვედით, მკვდარი სიჩუმე სუფევდა მანქანაშიც. ჯონგუკის დანახვაზე გული მილიონ ნაწილად მეხლიჩებოდა

სახლში  მივედით თუ არა ბებიამ ბეჭზე ხელი დამადო და ჩუმად მითხრა

"ძალიან მამაცი ხარ ჯიმინ... ჯონგუკი დაამშვიდე და გადაწყვეტილება ერთად მიიღეთ"

მე  საპასუხოდ მხოლოდ გავუღიმე და ჯონგუკთან წავედო რომელიც ჩვენს ოთახში  სარკმელთან იჯდა და  სადღაც სივრცეში იკარგებიდა

"ჯონგუკ საყვარელო, რატომ ხარ მოწყენილი, ჩვენ ტყუპები გვეყოლება"

ღიმილით ვუთხარი მე და ხელები მოვხვიე

"ჩემი ბრალია, ყველაფერი ჩემი ბრალია"

შემომხედა და ის ცრემლები რომელსაც დიდხანს იკავებდა თავისუფლად მოედინებოდნენ მის ლოყებზე

"რა სისულელეა! რა არის შენი ბრალი?"

ვუთხარი მე და კიდევ უფრო მჭიდროდ მოვხვიე ხელები

"მე რომ არა ეს ესე არ მოხდებოდა, მე რომ არა..."

წინადადების დასრულებას არ ვაცდი და მის ბაგეებს ჩემით ვფარავ შემდეგ ვცილდები მის წინ ვჯდები და მის ხელებს ვიჭერ

"რაც არ უნდა მოხდეს აბირტს არ გავიკეთებ, იმედი ვიქონიოთ რომ ყველაფერი კარგად იქნება და მეც და პატარებიც კარგად ვიქნებით"

ჩემი სიტყვების ნაწილობრივ მე თითონაც არ მჯერა მაგრამ უნდა გავძლოერდე ჯონგუკის გამო მაინც. იმ პატარა  ვარსკვლავებისთვის უნდა გავძლიერდე რომლებიც თუნდაც ჩემი წასვლის შემდეგ ჯონგუკს მომავალს გაუნათებენ

"და ყველაფერი კარგად რომ არ იყოს, და რა მოხდება შენ რომ დაგკარგო, რა მოხდება იქიდან ცოცხალი რომ ვეღარ გამოხვიდე ? გავნადგურდრბი ჯიმინ. შენი თვალების შენი ღიმილისა და სურნელის გარეშე გავნადგურდები"

"თუ ესე მოხდება, შენ ჩვენს პატარებს მოუვლი! გასაგებია?! მანამდე კი დავტკბეთ იმ 4 თვით რომელსაც აუცილებლად ერთად გავატარებთ. ნუ ვიფიქრებთ იმაზე თუ რა მოხდება, ვიფიქროთ იმაზე თუ რა ხდება დღეს

დღეს მე და შენ ერთად ვართ და მხოლოდ ეს არის მთავარი, სამშობიაროდან რომც ვერ გამოვიდე მე სულ შენთან ვიქნები თუნდაც ამ პატარების სახით"

ვუთხარი და გულში ჩავიკარი, რამდენიმე წუთი ოთახში სიჩუმემ დაისადგურა

"მიდი პოპკორნი გააკეთე და ფილმს ვუყუროთ"

ვუთხარი მე და ფეხზე წამოვაყენე

"მალე დავბრუნდები"

მითხრა გულში ჩამიკრა და ისე შეისუნთქა ჩემი სურნელი თითქოს სამუდამოდ აპირებდა მის შენახვას

სანამ ჯონგუკი გასული იყო მე მომეცა შანსი დავფიქრებულიყავი, გამეანალოზებინა ის რაც დღეს მოხდა

მაშინებსა ის ფაქტი რომ შეიძლება ბავშვების ხელში დაჭერაც კი ვერ მომეხერხებინა მაგრამ იმედებს არ ვიწურავდი, მე ვიბრძოლებ ვიბრძოლებ ჩვენი მომავლისთვის

წვიმდა, წვიმდა და წვიმის წვეთები იმ დღეს მახსენებდა როცა ჯონგუკმა პატიება მთხოვა

და თუ კი განწირულები ვიყავით ტკივილისთვი და უბედურებისთვის რატომ შეგვახვედრა ბედისწერამ ერთმანეთს

რა მოხდებოდა იმ ზამთარს მამა ვონჰოს რომ არ შევემჩნიე და უბრალოდ სიცივისგან გამჩერებოდა გულო

არაუშავს, თუ კი მოვკვდები ჩემი პატარები განაგრძობენ ცხოვრებას ჩემს ნაცვლად

სავსემთვარეობაWhere stories live. Discover now