ნაწილი 2

2.1K 202 50
                                    

თვალებს ჩემთვის ნაცნობ ოთახში ვახელ, ეს ჯონგუკის ოთახია... ჯინსების ნაცვლად კომფორტული ნაჭრის შარვალი მაცვია, ტანს ზემოთ კი შიშველი ვარ

უცნაურია, დენაც შემიწყდა... მაგრამ თითქმის 100% დარწმუნებული
ვარ, რომ ჩემს გენიტალიებს არავი შეხებია

ლოგინის გვერდით მოთავსებულ კომოდზე წამლების ყუთს ვამჩნევ, როგორც ჩანს იმ ხეპრემ მაიძულა მათი დალევა

როგორ შეძლო დენის დროს ჩემი მარტო დატოვება, ის ცივსისხლიანი და პირქუში ალფაა

ვერასდროს ვიტანდი მას, ამ წამს კი მისი დანახვაც კი არ მინდა! ლოგინიდან ვდგები და კარებისკენ მივიწევ

სახელურს ვაწვები მაგრამ როგორც ჩანს გარედან ჩამკეტეს, კარებზე შეუჩერებელი კაკუნის შემდეგ თეჰიონის ხმა მესმის

"ჯიმიიინ"

ის პატარა ბავშვივით ქვითინებს... ნეტავ რა მოხდა მანამ სანამ გავიღვიძებდი?!

"თე კარი გამიღე"

ვთხოვე მას, მაგრამ რამდენიმე წუთის განმრავლობაში პასუხი არავინ გამცა

"მაპატიე პატარა ძამიკო, ამას ვერ გავაკეთებ გუშინ ჯონგუკმა ყველა გაგვაფრთხილა მის ჩამოსვლამდე არ გამოგვეშვი"

ის რა სულ გაგიჟდა?! ის მთელი 3 თვით გაემგზავრა და მე რა ეს სამი თვე აქ უნდა ვიყო?!

"კარგი დამშვიდდი...მამა სად არის?"

"მამააააა!!!!"

ყვირილი მორთო თეჰიონმა, მალე მამა კარებთან მოვიდა და თეჰიონს ჰკითხა თუ რაში იყო საქმე

"მამა ჯიმინი ვარ... ჯონგუკმა აქ გამომკეტა"

"გამოგკეტა?! კი მაგრამ რატომ?!"

მკითხა და შემდეგ კარები თავისი ალტერნატიული გასაღებით გააღო

"გუშინ... გუშინ ვუთხარი, რომ ჩემი ალფას მოძებნა მინდოდა და განრაზდა"

ამ სიტყვებზე მამამ ფერი დაკარგა მაგრამ კვლავ განაგრძო ჩემი მოსმენა

სავსემთვარეობაWhere stories live. Discover now