flashback
zayn's p.o.v
საწოლზე ვწევარ და ჭერს შევცქერი. დღეს ემა არ მინახავს.ერთი წელია რაც ვიცნობ. სულ მის გვერდით ვარ. მის გარეშე ვერ ვძლებ. ვერ ვძლებ მისი ნაზი ტუჩების გარეშე რომელიც მხოლოდ ჩემსას ეხება..ლამაზი თვალები რომლებიც ჩემი დანახვისას ბრწყინავს.. ჩემი პატარა ვარსკვლავია რომელიც სულ ციმციმებს...
ტელეფონის ზარმა გამომაფხიზლა.ნომრისთვის არც შემიხედავს."გისმენთ"
"ზ-ზენ..."როცა ემას ტირილი გავიგე ფეხზე წამოვხტი.
"რა გჭირს?"
"მ-მჭირდები"
სახლიდან გამოვვარდი. არ მახსოვს ემას კართან როგორ აღმოვჩნდი. კარი ღია დამხვდა. სახლში შევედი.
-ემა!_პასუხი არ გამცა. ერთი კარი ღია იყო და იმ ოთახში შევედი. სააბაზანო აღმოჩნდა. ემა ონკანის ქვეშ იჯდა და ზემოდან წყალი ესხმებოდა. თავი ჩახრილი ჰქონდა და მთელი ხმით ტიროდა. ონკანი ჩავკეტე და მის წინ დავჯექი.ჩემკენ მოიწია. ფეხები წელზე შემომხვია ხელები კი კისერზე.სახე ჩემს კისერში ჩამალა და ტირილი განაგრძო.
-აღარ მყავს... დედა აღარ მყავს...ჩემმა ანგელოზმა მიმატოვა... ზენ.._ამოისლუკუნა_დღეს დილით ვიჩხუბეთ... ისე მოკვდა ვერ ვუთხარი როგორ მიყვარდა..._სახე ჩემს ყელში ჩამალა. ხელები უფრო მჭიდროდ მოვხვიე. მისი ასეთ მდგომარეობაში ნახვა შინაგანად მანადგურებს.კარგა ხანს ვიჯექით ერთმანეთზე მოხვეულები._ზენ..._ერთადერთია ვინც ამ ნიკის მეძახის_ ხვალ.. ხვალ დაკრძალვაა..შეგიძლია ჩემს გვერდით იყო?
-ყოველთვის შენთან ვიქნები..._ლოყაზე ხელი მივადე და ნაზად მოვეფერე_ სველი ტანსაცმელი გაიხადე.. თუ გინდა დაგეხმარები.._თავი გამიქნია..ფეხზე წამოდგომაში დავეხმარე და სააბაზანოდან გამოვედი...
YOU ARE READING
Fallen In The Dark
Fanfictionშეყვარებული წყვილი რომელთა ცხოვრებას ერთი საბედისწერო ღამე რადიკალურად ცვლის... რა მოხდება წლების შემდეგ? ისევ ეყვარებათ ერთმანეთი? (დაიწერა 2019 წელს)