12

1.4K 90 21
                                    

Emma's p.o.v

flashback

მზის სხივები მაღვიძებს... ყველაფერი მტკივა... ეს მოხდა... სიზმარი არ ყოფილა... მან მართლა... ტირილი დავიწყე... ძალა მოვიკრიბე და საწოლიდან წამოვდექი. ზეწარი სისხლიანია, ბალიშები ძირს ყრია.

აბაზანაში შევედი. ჩემი თავის დანახვა არ მინდა. წყლის ვქვეშ დავდექი. ღრუბელი ავიღე და ვცდილობდი წამეშალა ზეინის მიერ დატოვებული "ნიშნები", მაგრამ უშედეგოდ.

პირსახოცი მოვიხვიე და სარკესთან დავდექი.

მთელი სხეული დალურჯებული მაქვს. ისევ ტირილი დავიწყე.

დედა, მჭირდები... ისე როგორც არასდროს...

ცრემლები მოვიწმინდე და ოთახში დავბრუნდი. საწოლს ზეწარი გადავაძრე.

ამ სახლში ვეღარ ვიცხოვრებ.

//4 თვის შემდეგ//

საავადმყოფოს დერეფანში ვზივარ. მთელი თვეა თავს ცუდად ვგრძნობ. სწავლის გამო აქ მოსვლა ძლივს მოვახერხე. ანალიზები ჩავაბარე და პასუხს ველოდები.

ჩემს გვერდით ბიჭმა ჩაიარა, რომელსაც ხელში ფუნთუშები ეჭირა. ქერა თმები და ცისფერი თვალები ჰქონდა.

ფეხზე წამოვხტი.

- ჰეი! პატარა ბიჭი _ ჩემკენ მობრუნდა.

- გისმენთ? _ ღმერთო, რა სურნელი აქვს ამ ფუნთუშებს?!

- ამ ფუნთუშებს ყიდი?

- აქ?

- არა, ქუჩაში.

- არა, არ ვყიდი. ჩემს ძმასთან მიმაქვს, მისმა ცოლმა იმშობიარა.

- კარგი _ მოწყენლმა ვუთხარი და ჩემს ადგილას დავბრუნდი.

ერთი საათია აქ ვზივარ. გვერდით ისევ ის ბიჭი მომიჯდა.

Fallen In The DarkWhere stories live. Discover now