Zayn's p.o.v
დილით ლიამთან წავედი.. რა თქმა უნდა სახლში არ იყო.. ამიტომ ჰარის სამორინისკენ ავიღე გეზი.. ყველა იქ იყო შონის გარდა..ბიჭებთან მივედი..
-ზეინჩ_გამიღიმა ლუიმ_ემა როგორ არის?
-დღეს გამოწერენ..-ცოტა ხნით გავჩუმდი_რაღაც მინდა გითხრათ..
-შონს დაველოდოთ?_მკითხა ჰარიმ.
-არა.._ისევ გავჩუმდი_საზღვარ გარეთ მივდივარ..
-რაა?!რატომ?_ქალივით შეიცხადა ჰარიმ..
-ჰარი ჩემი დიდი თხოვნაა.._დაიწყო ლიამმა.
-კარგი ჰო..
-ცოტა ხნით აქაურობას უნდა მოვშორდე..არ ვიციროდის დავბრუნდები..
-მიზეზი_წარბის აწევით მკითხა ლუიმ_ნაილი ხო?
-ლუი ნაილი რა შუაშია.. უბრალოდ..
-შენ რა გჯერა რომ ჰენრი მისი შვილია?!
-არ ვიცი ლუი... ემასთვის უკეთესი იქნება თუ გავქრები..ახლა წავალ და მერე ისევ გნახავთ.._სამორინედან გამოვედი...
შენობის წინ ვდგავარ რომელსაც დიდი ყვითელი ასოებით აწერია "Yellow World" შენობაში შევედი.. დიდ მისაღებში ერთ ქალს მოვკარი თვალი.. მასთან მოვედი და მითხრა რომ ჰენრი ეზოში თამაშობდა.. მისაღების მეორე მხარეს არსებული კარით გარეთ გამოვედი.. ეზოში უამრავი ბავშვი იყო.. ჰენრის თვალი მოვკარი.. ცალკე იჯდა და ხელში ფუმფულა სათამაშო ბატი ეჭირა.. მასთან მივედი და მის წინ დავიკავე ადგილი..
-ზეი ._ ბატი გვერდზე გადააგდო და კისერზე მომეხვია..
-ბატს რომ ეწყინა.._ვუთხარი როცა ჩამოშორდა.. ხელში ბატი ავიღე.._ჰენრი რა გჭირს?
-რაღაც მინდა გითხრა_სევდიანი ხმით თქვა და თვალებში შემომხედა.. დედამისის თვალები აქვს..
-გისმენ პატარავ ..
-დედიკოსთვის ჯერ არ მითქვამს.._ბატი გვერდზე გადავდე და ჰენრის ხელი მოვკიდე_ოღონდ არ გამიბრაზდე.._თავი ჩახარა.
YOU ARE READING
Fallen In The Dark
Fanfictionშეყვარებული წყვილი რომელთა ცხოვრებას ერთი საბედისწერო ღამე რადიკალურად ცვლის... რა მოხდება წლების შემდეგ? ისევ ეყვარებათ ერთმანეთი? (დაიწერა 2019 წელს)