9

1.6K 96 17
                                    

zayn's p.o.v

დილით რომ ვიღვიძებ ჰენრის ვხედავ ჩემს მკლავებშია მოქცეული  და მშვიდად სძინაბვს.

"ჰენრი ვიღაცას მაგონებს" 

გამახსენდა ჰარის ნათქვამი და გამეღიმა..
მისაღებ ოთახში ვარ ამდენი მულტფილმი არასდროს მიყურებია..
სავარზელში ემა ზის და სძინავს..
ბალიშზეა შემოხვეული..
ულამაზესია..
ჩემი თვალები ჰენრის დაუბრუნდნენ ეს ბავშვი ჩემში უცნაურ გრძნობებს აღძრავს..
სისულელეა მიყვარს ის ბავშვი რომელიც ჩემი ცხოვრების სიყვარულს სხვა კაცისგან ჰყავს. 

ისე როგორ ავდგე რომ მას არ გაეღვიძოს? 

ხელი გავამოძრავე ვეცადე რაც შეიძლება ფრთხილად მოვქცეულიყავი.. მოულოდნელად ჰენრი სხეულზე ამეკრო მაგრად ჩამეჭიდა

-მამიკო არ წახვიდე...

ამოიბურტყუნა.. ადგილზე გავშეშდი.. მამიკო? ვიცი რომ ნაილი ვგონივარ.. მაგრამ მისმა სიტყვებმა ჩემში ქაოსი გამოიწვია.. ჩემთვის უცნობი გრძნობა მთელს სხეულს ედებოდა..

-ზეინ.. გაიღვიძე?_ემას ხრინწიანმა ხმამ მომაფხიზლა_ახლავე მოგაშორებ.._ჰენრიზე მიმითითა,,

-არა.. ნუ გააღვიძებ.._უცნაურად შემომხედა მერე კი ოთახში გავიდა. ისევ ჰენრის მივაშტერდი.

-მოიტანეს?.._ემა ოთახიდან გამოვიდა..კუბოკრული პერანგის სტილის კაბა ეცვა და ღილებს იკრავდა..თან ტელეფონზე საუბრობდა_კარგი მალე მოვალ.. ჰო...ჰო..ჰოო.._ტელეფონი გათიშა და მე მომიბრუნდა

-მაგ კაბა არ გიხდება..

-ყველას ეგეთ კომპლიმენტს ეუბნები?

-მხოლოდ შენ.._ორივეს გაგვეღიმა.. ჰენრი შეიშმუშნა

-დედიკო_ნახევრად მძინარმა ამოილაპარაკა_მამა მესიზმრა.. მეხუტებოდა_ ემას ელდა ეცა.. ვერ მოვძებნი მისი მდგომარეობის აღმწერ სიტყვას..ჰენრიმ თვალები მოიფშვნიტა და წამოჯდა.. მე გადმომხედა.._ზეი.. აქ ხარ? მე მეგონა წახვედი_მუცელზე დამაჯდა და მკერდზე თავი დამადო.. ლამისაა ჩემი გული გაფრინდეს..

Fallen In The DarkWhere stories live. Discover now