Zayn's P.O.V
ოთახში ემა შემოდის და ხელს უკან მალავს..
-ემა..კარგად ხარ?_თვალს არ მისწორებს..
-შენი ბრალია..
-რაზე ამბობ?..
-შენ შეგეძლო მისი გადარჩენა.. მაგრამ არაფერი გააკეთე.._იარაღი დამიმიზნა..
-ემა.. სრულ ჭკუაზე არ ხარ.. მოდი..._იარაღის ხმა გავიგონე და მკერდის არეში საშინელი წვის შეგრძნება გამიჩნდა..ძირს დავვარდი.. ემა ზემოდან დამემხო...
-ეს რა ჩავიდინე ...ზეინ!..
-ემ.._ტკივილი ლაპარაკის საშუალებას არ მაძლევს..
-მე სიცოცხლის ღირსი არ ვარ_იარაღი შუბლთან მიიტანა და სასხლეტს თითი გამოჰკრა.. მკერდზე დამეცა... ყელზე თითქოს ხელს მიჭერენ.. ემას დანახვა მინდა.. ოდნავ ავიწიე..ხელზე ხელი მოვკიდე და ისევ უკან დავეცი.. ყველაფერს წყვდიადი ფარავს... ვგრძნობ რომ მე და ემას სხეულები ერთდროულად გვეყინება... მერე კი სიჩუმე ისადგურებს...
შეშინებულს მეღვიძება.. მისაღებში სავარძელზე დამძინებია..
ერთი თვე გავიდა ჰენრის სიკვდილიდან.. ყოველი დღე უფრო და უფრო უაზრო ხდება. ტკივილი უფრო ღრმავდება.. ამ ჭრილობას ვერაფერი მოაშუშებს..
მენატრება.. ჩემი პატარა მენატრება... ახლაც მის ფოტოს დავყურებ.. ფოტოზე ემას გვერდით წევს და საყვარლად იცინის..
ცრემლები შევიმშრალე... მთელი ეს დღეებია ემა თავს შეუძლოდ გრძნობს.. ხანდახან გულიც მისდის.. თითქმის არაფერს ჭამს და სულ გული ერევა.. საავადმყოფოში არ მომყვება.. ჰენრის ოთახში ზის და ბალიშს ეფერება .."გისმენთ"
"ზეინ..როგორ ხარ?.." დანიელის ხმის გაგონებაზე ძარღვებში სისხლი ამიდუღდა..
"უკეთ ვიქნები როცა შენს თავს ხელში დავიკავებ!.."
"დამშვიდდი.. ვცდილობ ჩემი მწუხარება გამოვხატო მაგრამ უმადური ხარ..."
YOU ARE READING
Fallen In The Dark
Fanfictionშეყვარებული წყვილი რომელთა ცხოვრებას ერთი საბედისწერო ღამე რადიკალურად ცვლის... რა მოხდება წლების შემდეგ? ისევ ეყვარებათ ერთმანეთი? (დაიწერა 2019 წელს)