~უცნაური სითბო~

409 48 0
                                    

  Yoomi's pov

  არა! არა! არა! ეს არ უნდა გამეკეთებინა,რატომ ვაკოცე.მე მასწავლეს რომ გრძნობები და სამსახური ერთმანეთში არ უნდა ავურიო.მაგრამ ეს არის გრძნობა? საერთოდ რა მემართება.არა დავივიწყებ არაფერსაც აღარ ვიზავ და მორჩება უბრალოდ დასრულდება,გავაფრთხილებ რომ აღარ მომეკაროს და ჩემგან შორს დაიჭიროს თავი.
ამ ფიქრებში გართულს ტელეფონის ხმა მომესმა,სწრაფათ ვუპასუხე
- გისმენ
- აბა პატარავ როგორ ხარ? მოეწყვე? როგორ მიდის საქმეები?!
- მოკეტე ჯონჯინ! ჩვეულებრივად და მართლა ნივთები მჭირდება ჩემი,ჩემს სახლში მიდით და აქ გამომიგზავნეთ რამე ნაირად!
- ბლა ბლა ბლა, ახლა მაგისთვის არ გვცალია თუ გამახსენდება ალაბთ ვეტყვი,მაგრამ რა ხდება მანდ ფაქტები ყველაფერი მომიყევი!
- არა ჯერჯერობით მხოლოდ ორი შემთხვევა დაფიქსირდა,ამიტომაც მინდა ჩემი ნივთები რომ ჩავიწერო ხოლმე,მტკიცებულების გარეშე არაფერი არ გამოვა.
- კარგი ჯანდაბას! ნახვამდის პატარავ.
- წადი შენი!- გავუთიშე.
  უკვე ორი საათი გავიდა რაც ოთახში ვარ.მომწყინდა დასვენებაც საკმარისია.სრაფად მოვწესრიგდი და დაბლა ჩავედი.ბიჭების სიცილი ისმოდა.მგონი აქ ეს ჩვეული მდგომარეობაა.მეც გამეღიმა.სიცილის ხმას გავყევი და სამზრეულოში აღმოვჩნდი,ყველამ მე შემომხედა და მათი თბილი ღიმილიც დავიმსახურე.ჯიმინმა სკამი გამოსწია და მანიშნა მის გვერდზე დავმჯდარიყავი.მეც მხიარულად დავჯექი და ლოყაზე ვუჩქმიტე.ჯინიც მოვიდა ტაფით და წინსაფრით.მგონი ეს ამისი ჩვეული ფორმაა.
- იუმი როგორ დაისვენე?- ჯინმა გამიღიმა და კვერცხის თქვეფა განაგრძო.
- კარგად მადლობა,რას აკეთებ?
- ააჰ,მე? ვცდილობ ამ არანორმალურებს ომლეტი მოვუმზადო,ხომ შეჭამ?
- კი რატომაც არა.
- იუნგიიიი ჩამოეთრიე სად ხარ? თუ ისევ გძინავს გეფიცები წყალში ჩაგახრჩობ- ჰოსოკმა მთელ ხმაზე იღრიალა.ყურებზე ხელები ავიფარე.როგორც კი მორჩა ჩამოვწიე და მის დაბნეულ მზერას წავაწყდი.
- რა იყო ხელები რატომ აიფარე?
- არა,უბრალოთ ძალიან ხმამაღლა დაიყვირე- თავი დავხარე.
- ჯობია მიეჩვიო აქ სულ ასე ვყვირით- გაბრაზებულმა მითხრა და თეფშს დახედა.ამ იდიოტს რა მოვუხერხო გეგმებს ჩამიშლის.მალე ჯინმა თეფშებზე ომლეტი გაგვინაწილა ყველას.ჭამა დავიწყეთ,უცბად ჩემს პირთან ჩხირები გაჩერდა( საჭმელი ჩხირები😊)გაკვირვებულმა შევხედე,ნამჯუნი მიყურებდა თან იღიმოდა.
- შეჭამე რანაირათ მიყურებ?- პირი გავაღე და შევჭამე.
- ასე რატომ გვიყურებ?- ჯონგუკმა პირგამოტენილი საუბრობდა.
- ერთმანეთს ასე აჭმევთ ხოლმე?
- ხო რა იყო რავიცი თუ არ გსიამოვნებს ბოდიში- ნამჯუნმა თავი დახარა.
- არაუშავს უბრალოთ გამიკვირდა,ასე არავინ მინახავს ერთმანეთს ექცეოდნენ- დიახ,დიახ მე მართლა არავისგან მიგრძვნია სითბო რომელსაც ისინი ასხივებენ,თვალზე ცრემლი მომადგა,არა ეს არა სიყალბე მე მართლა წამომივიდა ცრემლები.
- არა იუმი არ იტირო გთხოვ - ადამიანი რომლის ხმაც დღეს პირველად გავიგე თეჰიონი მოვიდა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ცრემლები მომწმინდა.მეტი აღარ შემეძლო სწრაფად ავდექი და კიბეებზე ავირბინე გიჟივით მივრბოდი რომ ვიღაცას დავეჯახე სანამ წავიქცეოდი მის მკლავებში მოვექეცი და თვალებში ჩავხედე.
- იუმი? რა გატირებს,რა მოგივიდა- დაბნეულმა შემომხედა და სახიდან თმა გადამიწია.
- არაფერი გამიშვი - მისი მკლავებიდან თავის გათავისუფლება ვცადე,მაგრამ უფრო ახლოს დამიჭირა და გულში ჩამიკრა.იუნგი ვერ ხვდება რომ ასე უფრო მტკენს...
- არა მითხარი რა გჭირს.
- არაფერი, იუნგი უბრალოდ დაივიწყე რაც წეღან მოხდა გთხოვ,არავის მოუყვე უბრალოდ დაივიწყე- როგორც იქნა გავთავისუფლდი და ოთახში სწრაფათ გავიქეცი.საწოლში დავწექი ტანსაცმლიანათ და ბალიშს ჩავეხუტე.რატომ დამემართა მე ეს ყველაფერი,იმ ნაბიჭვარმა როგორ იძალადა ჩემზე.თვალები დავხუჭე და ის კადრები განმეორდა,ის წყეული მომენტი.ვიგრძენი ჩემი საწოლი ნელა როგორ შეირხა და წინიდან ვიღაც ამეკრო,სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.
- დაწყნარდი ყველაფერი გაივლის- ჯანდაბა ეს ხომ ჰოსოკია,აქ რა უნდა.ისე მინდოდა ვინმეს ვენუგეშებინე( დაწყნარდით არაფერი ისეთი ჰოსოკი არაფერს უზავს😉😎) რომ ვეღარ მოვითმინე და მის ყელში თავი ჩავრგე ისე ავტირდი.ის კი ზურგზე ხელებს მისვავდა.მხოლოთ ერთი სიტყვაღა ვთქვი.
- დარჩი- უფრო ძლიერათ ჩემხუტა და ორივე ღრმა ძილში გადავეშვით.

ჯაშუში/ Spy  [Jikook] (სრულად)Where stories live. Discover now