Jimin's pov
როგორც კი თვითმფრინავი დაეშვა გამეღვიძა.ახლა ორივე აეროპორტში ვართ და ველოდებით როდის მოვა ჩვენი მძღოლი.ვიცი მოხუცია და ალბად დაავიწყდა მაგრამ მაინც მოვა მანამდე კი დაველოდებით.
- დავიღალე სადაა აქამდე?!_ ბუზღუნით კითხულობს ჯონქუქი და საათს დაჰყურებს.
- დაწყნარდი მოვა_ მხარზე ხელს ვადებ
- ცოტაც და აქვე გაგხდი
- ახლა იხუმრე ხო?_ წარბებს ვწევ და ღიმილით ვეკითხები
- არა მართლა მომენატრე_ ახლოს მოდის წელზე ხელებს მხვევს და მკოცნის,მე მაშინვე ხელს ვკრავ
- ვინმე დაგვინახავს ხომ იცი ეშმაკს არ სძინავს
- ეშმაკი არ ვიცი მაგრამ პაპარაცებს რომ არ სძინავთ ეგ მეც ვიცი
- ჰოდა შენ ხომ არ გინდა რომ ვინმემ გაიგოს_ თავი დაბლა დავხარე
- როგორ არა ამ დღეებში მოგვარდეს ყველაფერი და განვაცხადებ რომ ერთად ვართ_ სიხარულისგან სუნთქვაც კი შევწყვიტე ნუთუ მართლა ამბობს? ისე რატომაც არა ჭკუა ისწავლა ალბად,გავიცინე და ყელზე შემოვეხვიე
- მიყვარხარ
- მიყვარხარ_ ამ მშვენიერ მომენტს რათქმაუნდა გააფუჭებენ ხოლმე.მანქანის სიგნალი ისმის და ყვირილი,ორივე შევტრიალდით
- ჰეი გვრიტებო სახლში არ მოდიხართ?!_ თეჰიონმა მანქანიდან თავი გადმოყო და ხელით გვანიშნა მანქანაზე
- ჯანდაბა იდიოტო_ ჯონქუქი მისკენ წავიდა რასაც ქვია მანქანიდან გადმოიღო,მერე გადაეხვია
- რაიყო მოგენატრე? არა როგორც ჩანს ხშირად უნდა წახვიდე ხოლმე_ სიცილით თქვა თეჰიონმა
- მეც მიმიშვი ჩემს მეგობართან_ ბუზღუნუთ ვთქვი და თეჰიონს ზედ შევახტი
- არა რაღაც არ გაქვთ თქვენ კარგად ესე რომ მოგენატრეთ_ ისევ იცინის და საპასუხოდ მხარში მუშტს იღებს ჩემგან
- მოკეტე, დაა მძღოლი სადაა?
- ჯიმინ შენს მძღოლს ეძინა და შეტყობინება თქვენგან მე ვნახე როცა დაბლა ჩავდიოდი ხმა გავიგე ტელეფონის და მე წამოვედი იმ მოხუცს მთელი ღამე არ ეძინა რაღაც სერიალს უყურებს და გამოუძინებელია_ გადაიხარხარა.
- ხო როგორც არის წავიდეთ_ მანქანაში ბარგი ჩავდეთ მე და ჯონქუქი უკან დავსხედით და თავი კალთაში ჩავუდე.ისევ ფიქრი დავიწყე იუნგის რა ბედი ეწევა როცა გაიგებს რომ მისი საყვარელი ადამიანი ჩვენთან შემოგზავნილია.
როგორც იქნა მანქანა სახლთანაც გაჩერდა და გადავედით ბარგი სტაფებმა ამოიტანეს.ჯონქუქმა კარებშივე ხელში ამიყვანა და ისე შევედით.მისაღებში დამსვა დივანზე ამ დროს კი ოთახი ბიჭებით გაივსო,სათითაოდ ყველა გადამეხვია მეც და ჯონქუქსაც და შერიგებაც მოგვილოცეს.
- აბა როგორი იყო?_ კითხულობს ჯინი და ვერც ვხვდები რაზე ლაპარაკობს
- ანუ...
- დასვენება
- დასვენება? მეხუმრები? ფეხი ნახე რა დღეში აქვს? ამას დასვენება არც ქვია_ ჯონქუქი თვალებს ატრიალებს და გვერდით მიჯდება.
- მოიცა ფეხზე რა დაგემართა? ან როგორ_ ჰოსოკი განერვიულებული კითხულობს და ისიც გვერდით მიჯდება
- როგორ? ჯიუტი რომაა და რომ ვაფრთხილებ ჩემს გარეშე არაფერი გააკეთოს ეს პირიქით იქცევა ჰოდა ქარიშხალში ვითომ მამამისის მოსაძებნად გასულმა რკინას დაადგა ფეხი და მთელს სიგრძეზე შეერჭო_ ჯონქუქის ნათქვამზე თეჰიონი და ჰოსოკი დაიმანჭნენ და სახეზე ხელები წაივლეს
- ანუ ვერ იცეკვებ? ესღა გვაკლდა_ ნამჯუნი ბოლთას სცემს
- ამიტომ უფრო ჩამოვედით მის ექიმს უნდა ვანახოთ ფეხი და დაზუსტებით გავიგებთ რა სჭირს_ ჯონქუქი თავს ყელში მიყოფს და ისე ლაპარაკობს
- ჯანდაბა რატომ არავის უჯერებ პარკ ჯიმინ?_ ისევ ნამჯუნის წუწუნი
- დამასვენე გთხოვ _ ახლაღა ვიღებ ხმას_ და იუნგი და იუმი სად არიან?
- არ ვიცით დილით გავიდნენ და არ დაურეკავთ _ ჯინი მოწყვეტით ჯდება სკამზე
- კარგი მაშინ სანამ მოვლენ ჯანდაბა როგორ ვთქვა_ დაღონებული ვამბობ,ჯონქუქი თავს სწევს და მოლოდინით მიყურებს მეც თავს ვუქნევ და ვიწყებ_ სანამ რამეს მკითხავთ დამამთავრებინეთ ჯერ სათქმელი კარგი?
- მიდი ჯიმინ_ ჰოსოკი.
- მოკლედ...- ყველა დეტალი დაწვრილებით მოვყევი,თუ როგორაა მოგზავნილი დისპაჩის კომპანიიდან იუმი ჩვენთან იმისათვის რომ მე და ჯონქუქი გვამხილოს და სამხილები გადასცეს თავის კომპანიას,ის რომ ყველაფერი დადგმილი იყო,აიშა რომ მან დაიქირავა
ჩემი და ჯონქუქის დასაშორებლად.ის რომ ტყუილად გაითამაშა ვითომ მისი სახლიდან გაგდების სცენა.მოვრჩი ყველაფერს და გაოგნებულ ბიჭებს თვალი გადავავლე.ნამჯუნი მაშინვე წამოდგა და ოთახიდან გაბრაზებული გავარდა
- ჯინ გაყევი დააწყნარე
- არა ჯიმინ უარესია,მე ვერა ისედაც ვიჩუბეთ ისევ ჯონქუქ შენ წადი ხომ იცი დაგიჯერებს
- კარგი_ ჯონქუქმა ტუჩის კუთხეში მაკოცა და ოთახიდან ისიც გავიდა.
- ახლა რა?_ კითხულობს ჯინი და მიყურებს
- არც მე ვიცი უბრალოდ ვთქვათ და მორჩება ამით,მერე გავაგდებთ
- არა არც კი მჯერა როგორ გაგვასულელა
- ვინ ეტყვის იუნგის?_ ჰოსოკი
- მე ვეტყვი რა გჭირთ ასე რთულიც არაა მითუმეტეს რაც მალე გააგდებენ იუმის მით უკეთესი_ თეჰიონი თვალებს ატრიალებს და ჰოსოკს ეხვევა_ ჰოსოკ წამოდი ოთახში დასვენება გჭირდება თორემ აგიწევს ისევ სიცხე
- რა გჭირს?_ ვეკითხები ჰოსოკს
- სიცხე მაქვს ეს დღეებია და თეჰიონი თავს არ მანებებს სულ დასვენებას გაიძახის არადა ექიმმა არაფერია ისეთიო
- როგორ არა წამოდი ეხლა თუ გინდა რომ ცოტა მოგეფერო_ თეჰიონი ლოყაზე კოცნის და ხელში იყვანს
- ეს უკვე ზედმეტია_ ყვირის ჰოსოკი და ფეხებს იქნევს
- მეც გეთანხმები_ ხელებს მაღლა ვწევ
- მე ვიცი ჩემს პატარას რაც სჭორდება ჰოდა მომეშვით_ თეჰიონს ძუნძულით მიჰყავს ჰოსოკი და მალევე ოთახს ტოვებენ
- ჯინ ნუ ნერვიულობ გთხოვ
- შენ არ გესმის ჯიმინ,ის ისეთი კარგი იყო თანაც მალევე დავუმეგობრდი ყველაფერი მოვუყევი და მან უბარლოდ...
- არ გინდა ამაზე ფიქრი ნუ დაიღლი თავს მიდი ჰაერზე გადი,მეც გამოგყვებოდი მაგრამ ვერ დავდივარ
- არ მინდა მარტო გავალ მიას გავიყოლებ
- მია?
- ჩვენი სტაფი სულ მხიარულია ნამდვილი შეშლილი_ გაიცინა და ოთახიდან ისიც გავიდა მარტო დავრჩი.ფეხი მტკივა აქამდე ვითმენდი მაგრამ ახლა ძალიან,მალე უნდა ვნახო ექიმი ჯანდაბა.ტელეფონი მირეკავს
- ხო დედა
- ჩახვედით?
- ხო კარგად ვიმგზავრეთ
- ფეხი როგორ გაქვს?
- ააჰ კარგად
- ჯონქუქი? სადაა?
- მაღლა და აი მოდის
- მომიკითხე მიყვარხარ ვიცი არ გცალია მერე დაგირეკავ
- კარგად მეც მიყვარხარ_ გავთიშე და ჯონქუქს შევხედე
- მაღლა ამიყვან?_ ვეკითდები საპასუხოდ მხოლოდ ამოიხვნეშა
- არა!
- რატომ?
- ჯერ საჭმელი უნდა ჭამო ჭკვიანო_ ხელში პრინცესას პოზაში ამიყვანა და სამზარეულოში შევედით.მაგიდასთან დამსვა და მზადება დაიწყო.თავი ხელებში ჩამოვდე
- რას ამზადებ?
- ომლეტს
- შენ? შეუძლებელია_ ხელი ჩავიქნიე.ჯონქუქი გაოგნებული შემოტრიალდა წარბი ასწია და მკითხა.
- ვერ გავიგე?
- შენ ხომ არაფერი არ გამოგდის
- ახლა მართლა მეწყინა_ ტუჩი საყვარლად გადმოაგდო_ აი ინანებ შენს სიტყვებს პატარავ
- არ მომწონს ასე რომ მეძახი,მე უნდა დაგიძახო და არა შენ ჩემზე პატარა შენ ხარ
- ეს წლოვანებით თორემ ისე არა
- ხო აბა რა,ნამჯუნმა რაო
- იმის გარდა რომ ტიროდა და საკუთარ თავს ადანაშაულებს რომ საფრთხეში ჩაგვაგდო არაფერი_ მხრები აიჩეჩა
- მოიცა ნამჯუნმა იტირა?_თვალები შუბლზე ამივიდა
- ხო მეც გამიკვირდა.აი აიღე ჭამე_ მაგიდაზე თეფში დამიდო და ჩემს მოპირდაპირედ დაჯდა
- რა გარანტია მაქვს რომ არ მოვიწამლები?_ ღიმილით ვეკითხები
- არანაირი,თუ არ ცდი ვერ გაიგებ_ უკანა მაგიდაზე ხელი გაიწოდა და წვენი აიღო,შემდეგ ოდნავ მოსვა და მე დამიდო _ თუ არ მოგეწონება ეს დალიე და მივხვდები გაწყობს?
- კარგი_ ენა გამოვუყავი და ერთი ნაჭერი შევჭამე.არ მეგონა ასეთი გემრიელი თუ იქნებოდა და თანაც ის თუ მოამზადებდა ასეთ გემრიელს.მოდი ცოტა გავაწვალებ.ჭიქა ავიღე და მოვსვი.
- არ მოგეწონა ხო?!- წარბები ასწია,ხელი ნიკაპქვეშ ამოიდო და მაგიდაზე დადო.ამ წამს ისეთი საყვარელი იყო კინაღამ ვეცი.
- არაა არც ისე ჩვეულებრივია
- ჰმმ ჩვეულებრივი,კარგი როგორც გინდა აღარ გავაკეთებ ხო
- რა სულელი ხარ ნეტავ იცოდე_ ხელი გავიწოდე და სახიდან თმა უკან გადავუწიე
- სულელი არ ვარ
- როგორ არა ხარ რადგან დაიჯერე რომ არ მომეწონა_ ლოყაზე ვუჩქმიტე და ისევ ჭამა გავაგრძელე
- ჰაჰ ასეც ვიცოდი უბრალოდ თავს გაჩვენებდი
- ვა მართლა? რაღაც არ გეტყობა_ მხრები ავიჩეჩე
- მორჩი ლაპარაკს და მალე შეჭამე მერე ავიდეთ დაგაწვენ.
- კარგი თუ შენც ამოხვალ_ ამაზე ჩაიფხუკუნა და ჩემი წვენი დალია_ ნუ სვავ ჩემია მომეცი აქ_ ხელიდან გამოვგლიჯე
- კარგი აღარ ვსვავ_ ხელები მაღლა ასწია დანებების ნიშნად.მთლიანი ომლეტი შემომეჭამა,წვენიც დავლიე და ჯონქუქს შევხედე რომელიც ტელეფონში იყო ჩამძვარლი,სხვას ვერაფერს ვუწოდებდი ისე ჩაყურებდა
- ჯონქუუუუუუქ_ სიტყვები გავწელე
- ჰმმ_თავი არ აუწევია ტელეფონიდან ისე ,,დაიღმუვლა"
- კიდევ მინდა
- რა?
- მაჯერად დესერტი რამე არ გვაქვს?ან მაცივარში ნახე მიდი გთხოვ
- აჰ დესერტი კარგი ხო_ ზლაზვნით წამოდგა.გვერდზე მომიდგა ამაყენა და მაკოცა.არადა კოცნა არც მიგულისხმია მეგონა ჯინს რაიმე ტკბილი ექნებოდა დამალული რომ თეჰიონს არ მიეგნო.არა ისე არც ამაზე ვიტყვი უარს._ აბა კარგი იყო თუ კიდე გინდა_ ტუჩებზე დამჩურჩულა
- ცოტაც და იმედია მეყოფა_ გავიღიმე და ისევ ვაკოცე.
- ბიჭებო მოვიდნენ_ ოთახში თეჰიონი შემოვარდა_ უი ბოდიშით არ ვიცოდი
- არაუშავს_ ჯონქუქს მოვშორდი_ ისედაც მოვრჩით
- მაშინ გამოდით მალე მე ვყვები ყველაფერს ხომ იცით
- ხოო თეჰიონ_ ჯონქუქმა თვალები გადაატრიალა და ისევ პრინცესას პოზაში ამიყვანა_ წავედით_ მისაღებში გავედით იქ კი მომღიმარი იუმი და იუნგი დაგვხვდნენ.ჯონქუქმა სავარძელში ჩამსვა და გვერდზე მომიჯდა
- როგორ ხართ ბავშვებო
- ბავშვები არ ვართ_ მობეზრებით ვუთხარი იუნგის
- მომენატრეთ_ იუმი კალთაში ჩამიხტა და ფეხი მინის მაგიდას მივარტყი
- აახ ჯანდაბა_ მთელ ხმაზე დავიყვირე
- ხომ ხედავ რომ ეტკინა გაეთრიე_ ჯონქუქი ყვირის და ხელს იუმის კრავს,იუმი კი ძირს ვარდება იუნგი ყვირილით მორბის და ხელს კიდებს რომ ადგომაში დაეხმაროს
- შენ რა გამოშტერდი? რას აკეთებ
- მეტის ღირსია_ კბილებში გამოსცრა ჯონქუქმა
- არაფერი არ დაუშავებია და რა გინდათ?! თან მის მდგომარეობაში არ შეიძლება
- და რა მდგომარეობაში?_დავინტერესდი
- ის ორსულადაა
მოვედი დაგეცათ მეხი😂მოკლედ ინტრიგა თქვენ ლანძღვა გინება მე რო ასე დავაგვიანე ბოდიშით მართლა
და შეცდომები არ გამისწორებია ბოდიშით💜
YOU ARE READING
ჯაშუში/ Spy [Jikook] (სრულად)
Fanfictionრას იზავთ თუ თქვენზე თვალთვალს დაიწყებენ,თანაც როცა ურთიერთობა დასაწყისშია.მაგრამ ყველაფერი მაშინ რთულდება როცა ჯაშუში გოგოა,შესაძლებელია თუ არა სიყვარულის გამო მსხვერპლზე წასვლა.შეძლებს თუ არა დისპაჩი მათ გამომჟღავნებას?!