~ყველაფერი გაივლის~

411 38 18
                                    

  Yoomi's pov

  ნელა ვადევნებდი კიბიდან თვალყურს ორივეს ჩხუბს,ახლა მართლა დავრწმუნდი რომ ერთად არიან,ისიც ვიცი რომ ჯონგინმა და თავისმა ძმამაც გაიგეს სცენაზე მომხდარი და ახლა მე უნდა ჩავაბარო ანგარიში ორივეს.აჰ რა რთულია აღარ მინდა იქ მუშაობა საერთოდაც მაგრამ იმ მუქარის მეშინია რომლითაც ისინი მაფრთხილებენ თუ არ გავაკეთებ ყველაფერს ღმერთმა იცის რას იზავენ.რამდენიმე საათი გავიდა რაც ჯიმინი წავიდა. ჩემი ოთახის კარი გამოვკეტე და ჯონგუკთან შევედი არც დამიკაკუნებია ისე.ეს საშინელება იყო,ჯონგუკი საწოლის ბოლოში იჯდა იატაკზე და კედელზე ერთ წერტილს გაშტერებული უყურებდა თან მთელი ხმით ტიროდა,ისე ქონდა თვალები დასიებული და დაწითლებული კარებიდანაც კი მკაფიოდ ჩანდა რამდენი იტირა.ნელა მივუახლოვდი და მეც დავჯექი.ხელი მხარზე დავადე უეცრად შეკრთა,მგონი მართლა ვერ გაიგო აქ როდის შემოვედი.როგორც კი დამინახა გადამეხვია და უფრო მოუმატა ტირილს.
- კარგი ჯონგუკ არ იტირო მალე დაბრუნდება და...
- არა რომც დაბრუნდეს არ შემირიგდება მე ეს ვიცი
- მე კი მჯერა რომ სხვანაირად იქნება
- ჩემი ბრალია გესმის? ჩემი ბრალია რომ წავიდა...მე ნამდვილი იდიოტი ვარ უნდა მეთქვა ყველასთვის ადრევე და ახლა ასე არ იქნებოდა
- დამშვიდდი გთხოვ თორემ მეც ვიტირებ - მეც ცრემლები წამომივიდა.უფრო ჩამეხუტა და მერე თავი კალთაში ჩამიდო.ნელა ვეფერებოდი თავზე და ჩუმად ვამბობდი
- ყველაფერი გაივლის - ვიგრძენი როგორ გაჩერდა მისი ცრემლები და აღარც სლუკუნებდა ესეიგი დაეძინა.გამეღიმა მის ბავშვურობაზე და თმაზე მოფერება განვაგრძე.
  ამასობაში ჰიონებთან😈

  Jin's pov

- ნამჯუნ ნუ ყვირი მეთქი- დავიყვირე.
- შენ საერთოდ გაჩუმდი თორემ...
- და რომ არ გავჩუმდე რას იზავ?!- მეც უფრო ხმამაღლა ვყვირი.
- ბიჭებო ჯობია დაწყნარდეთ- ჰოსოკი ორივეს გვაწყნარებს.
- არა ჯერ თქვას რას ამბობს მიდი თქვი ნამჯუნ მიდი- დავიღრიალე და ახლოს მივედი.
- შენ არ გესმის ეს ჯიმინის ბრალი იყო და ჯონგუკმაც ვერ მოითმინა-ხელს კიბისკენ იშვერს.
- ეს არც ერთის ბრალი არ იყო ეს შენი ბრალია,არაფრის უფლებას აძლევდი და ეშინოდათ რამის თქმის
- ჯინ ნუ ყვირი მეთქი არ მაიძულო ახლა განერვიულებული ხარ!- ისევ ყვირის.მე უფრო მივუახლოვდი და სახე ახლოს მივუტანე.
- რას იზავ თუ არ გავჩუმდები დაასრულე
- ჯინ...
- დაასრულე მეთქი - მთელ ხმაზე დავიღრიალე ნამჯუნმა უცბად მიმკიდა ხელებში უკან მომიქცია და მკერდზე ამიკრო.
- არ მაიძულო მეთქი
- და რომ გაიძულო რას იზავ ისევ გაიქცევი და მერე იმის გამეორებას დაიწყებ რომ არ გიყვარვარ?! ჩვენც მათსავით დავასარულებთ?! კი ბატონო მიდი როგორც გინდა
- მოიცა რას ბოდავთ?!
- რას თეჰიონ? ამან გითხრას
- ვერაფერი გავიგე- თეჰიონი მხრებს იჩეჩავს.
- თქვენნაირი იდიოტები რატომ არიან აქ - იუნგი თვალებს ატრიალებს და მაღლა ადის.
- არ მესმის რა ხდება
- მოკეტე კიმ თეჰიონ- ნამჯუნი ისევ ყვირის და სახე ახლოს მოაქვს.
- რა იყო ნამჯუნ ჩემი სიტყვები არ გსიამოვნებს?!
- გაჩუმდი მეთქი ჯინ
- და რომ არა რა! რომ არა რააა!- აღარ მათქმევინა მესამედ და მაკოცა.ეს პირველ კოცნას არ გავდა ისე მკოცნიდა მეგონა სამყარო გაჩერდა ის ფაქტი ფეხებზე გვეკიდა რომ ორი ბიჭი გვიყურებდა რომლებიც ალბად შოკში იყვნენ.დიდი ხნის კოცნის მერე მომშორდა და მაღლა ავიდა.რა სჭირს? ისევ ასე დამტოვა? ცრემლებს არ მივეცი უფლება წამოსულიყვნენ.
- ჯინ თქვენ რა...
- ახლა არა ჰოსოკ
- ჯინ ადი და არ გაუშვა მიდი და აუხსენი რას გრძნობ - თეჰიონი გამამხნევებლად ლაპარაკობდა.მართალია მე მას არ დავკარგავ.ჩქარი ნაბიჯიდ წავედი და ნამჯუნის კარი ფეხით შევაღე.საწოლზე იწვა და ჭერს უყურებდა.მისკენ წავედი და ზემოდან მოვექეცი
- რას აკეთებ?!
- იმას რაც ადრე უნდა მექნა- გადავიხარე და ვაკოცე.ხელები წელზე შემომხვია.
- ჯინ რაღაც მინდა გითხრა
- ....
- მიყვარხარ- გული რვაჯერ უფრო ამიჩქარდა და ლამის იქვე მოვკვდი.
- მეც მიყვარხარ- ვთქვი და მის ქვეშ მომიქცია.

ჯაშუში/ Spy  [Jikook] (სრულად)Donde viven las historias. Descúbrelo ahora