Jimin's pov
დილით ადრიანად გამეღვიძა,ჯონქუქი ოთახში არ დამხვდა და ცოტა დავპანიკდი,ნელა წამოვდექი და კოჭლობით ქვემოთ ჩავედი.სამზარეულოდან სიცილი ისმოდა,ნელ- ნელა წავედი და კარებში შესვლისთანავე ძირს დავვარდი.მაშინვე ჯონქუქი გამოიქცა და ხელში ამიყვანა
- რატომ ჩამოხვედი?!- დამიყვირა,სამზარეულოდან გამომიყვანა და დივანზე დამაწვინა.
- რა გჭირს დღეს?- ვკითხე და ხელი მოვკიდე რომ გვერდზე მომესვა,ამოიხვნეშა და დივნის კიდეზე ჩამოჯდა.
- უბრალოდ ცოტა რთულია,ხომ იცი დღეს მივდივართ და არ ვიცი როგორ უნდა მოვიქცე ან როგორ ვთქვა...
- დამშვიდდი გთხოვ...მოდი მე ვიტყვი შენ თუ არ შეგიძლია ოღონდ ძალიან გთხოვ ნუ ნერვიულობ მერე მეც ცუდად ვარ ასე რომ გხედავ- წამოვიწიე და ლოყებზე მოვკიდე ხელები,ახლოს მივიწიე და ცხვირზე ვაკოცე.ხელები წელზე შემომხვია და ახლოს მიმიზიდა,თავი ყელში ჩამიდო.
- შენ რომ არ მყავდე რა მეშველებოდა
- რა ვიცი ალაბად დარჩებოდი საშველი- სიცილით ვუთხარი
- მორჩი ეხლა სიცილს და მითხარი ფეხი როგორ გაქვს- ფეხზე დამხედა.
- მტკივა მაგრამ არც ისე...ნივთები ჩასალაგებელი გვაქვს ხო?
- არა მე და დედაშენმა ჩავალაგეთ დილით ასე რომ რეისზე არ დავიგვიანებთ
- მანამდე კიდევ ორი საათია და რა ვქნათ
- ფილმს ვუყუროთ
- არა არ მინდა მოდი გავისეირნოთ
- ფეხი?
- აღარ მტკივა
- არა! არა! არა! და არა!
- კი კი და კი - ყველა ,,კი"-ს თქმის დროს ვაკოცე.
- ხო კარგი მაგრამ კაფეში წავიდეთ მეტი არსად თან შეჭამ რამეს,მეც არ მიჭამია დედაშენი ახლა ამზადებს
- წამოდი ჩამაცვი და წავიდეთ- ხელში ამიყვანა და მაღლა ავედით ჩამაცვა და ორივე კაფესაკენ წავედით რომელიც აქვეა ქუჩის გადაღმა.და ისიც არ დაგავიწყდეთ ახლა პრინცესას პოზაში ვარ აი ისე პირველ ღამეს რომ მიყავთ ხოლმე ცოლები ქმრებს ხელში აყვანილები.მაგრამ მას არ ადარდებს ქუჩაში მყოფების მზერა რომლებიც გაოგნებულები გვიყურებენ,ქუქიმ შეამჩნია ჩემი ყურადღება ამ ხალხის მიმართ და დაიყვირა
- რა იყო რას მოგვშტერებიხართ,შეყვარებულები არ გინახავთ? თქვენს საქმეს მიხედეთ!- ისევ მე შემომხედა
- იდიოტი რატომ ხარ?- სერიოზულად ვეკითხები ის კი სიცილს იწყებს
- იმიტომ რომ...მოიცა დავფიქრდე...- თითქოს მართლა დაფიქრდა მაღლა აიხედა - არ ვიცი ალბად იმიტომ რომ მიყვარხარ- ბაჭიას სიცილით გამიღიმა და თვალები საგრძნობლად დაეხუჭა,თვალების გვერდზე კი ნაჩხვლეტებივით გაუჩნდა.თვალი გამიშტერდა მისი ტუჩებისკენ.ვეღარ გავძელი და ვაკოცე.სიცილი შეწყვიტა და შუა ქუჩაში გაჩერდა,ისე მკოცნიდა.ვეღარ ამოვისუნთქეთ და თავები გავწიეთ
- არ მეგონა ამას ხალხში თუ იზავდი- სიცილით მითხრა.
- კარგი აღარ ვიზავ
- ჯიმინ...ისევ გაიბუტე?
- ნწ- თავი გავაქნიე.თვალები გადაატრიალა და გზა გააგრძელა.მალევე კაფეში შევედით და ადგილები დავიკავეთ,გვერდიგვერდ.
- მოდი ასე ვქნათ კარგი?- ჩემი ფეხი თავის მუხლზე დაიდო
- ისედაც არ მტკივა
- არაუშავს ასე იყოს მაინც
- რას შეუკვეთავთ?- არსაიდან მიმტანი მოვიდა და მენიუ მოგვაჩეჩა.შეკვეთა მივეცით და წავიდა.მალე გვერდზე აიშა მოგვიჯდა და ორივემ გაკვრივებულებმა შევხედეთ
- აქ რა გინდა?
- ჯიმინ დროა ყველაფერი მოგიყვეთ დაწვრილებით
- რა უნდა მოყვე
- რა და იუმიზე ყველა საიდუმლო რადგან არ მინდა ყველაფერი მე დამბრალდეს
- კარგი მიდი დაიწყე...
- მოკლედ....- ყველაფერი მოყვა თავიდან ბოლომდე და მივხვდით სად დაგვიშვია შეცდომა და რა სულელები ვიყავით.აიშას ვაპატიეთ ის მართლა არმი აღმოჩნდა,იუმის მაშინ უნახავს როცა ჩვენს კონცერტზე ყავა გადაასხა მას და მის სამ მეგობარს.მერე კარებთან დაუჭერია და მაშინ დაიქირავა რომ მე და ქუქი დავეშორებინეთ.საჭმლის ჭამის თავიც აღარ გვქონდა ქუქიმ ხელში ამიყვანა ფული გადაიხადა და ქუჩაში გავედით.
- ახლა რა?- სიჩუმე მე დავარღვიე
- ახლა აღარც მე ვიცი მართლა
- ჯონქუქ მე მაინც ვიტყვი და გავაგდებთ
- არ ვიცი მოდი ჯერ ჩავიდეთ და მერე ვნახოთ- სახლში მალევე მივედით და მაშინვე გამზადება დავიწყეთ.ქუქიმ გაიხადა მეც გამხადა და ცხელ აბაზანაში ჯერ თვითონ ჩაწვა და მერე მე დამიწვინა ზემოდან რომ ფეხი არ მტკენოდა.თავი მკერდზე დავადე,ფეხი კი ჯაკუზის თავზე დავდე. ნახევარი საათის მერე ძლივს ვთქვი
- მეძინება ჯონქუქ
- არ დაიძინო წასასვლელები ვართ
- მაგრამ მეძინება
- ცუდად ხომ არ ხარ- განერვიულებულმა დამხედა.ფეხს ვერ ვგრძნობ და თავბრუ მეხვევა თვალები თავისით მეხუჭება
- უბრალოდ ხუთი წუთით დავიძინებ
- ჯიმინ მითხარი რა გჭირს რა ხდება
- მეძინება- ეს ვთქვი და თვალები დავხუჭე.მალე ქუქის ყვირილი გავიგე და მალევე როგორც მივხვდი სააბაზანოში დედა შემოვიდა
- ჯიმინ რა მოგივიდა?
- თქვა რომ ეძინებოდა და თვალები დახუჭა.
- მოდი ამოვიყვანოთ,მე გავალ და ტანსაცმელს გავამზადებ ექიმს დავურეკავ,შენც ჩაიცვი- ბოლოს ეს სიტყვები გავიგე და მერე სრული სიბნელე.
თვალებს ხმაურში ვახელ.თავი კალთაში მიდევს,ნელა ვწევ და გარემოს ვათვალიერებ.მე რა თვითმფრინავში ვარ? ამდენ ხანს მეძინა? ან როგორ? საერთოდ რა ხდება.ჯონქუქს სძინავს ხელით ნელა შევანჯღრიე.
- ჯონქუქ გაიღვიძე....ჯონქუქ- თვალები გაახილა და მაშინვე კითხვები დამაყარა
- როგორ ხარ? კიდევ ცუდად ხარ? მითხარი არ დამიმალო გთხოვ
- არაფერი არ მჭირს აქ რატომ ვარ?
- ცუდად გახდი და ექმიმმა თქვა რომ ძალიან დაიღალე შეიძლება ამიტომაც დაგეძინა,მოკლედ თქვა რომ უნდა შენს პირად ექიმს გაესინჯო თორემ ისე ვერ გავიგებთ რა ხდებაო მან ზუსტად იცისო ასე თქვა და არ ვიცი რა იგულისხმა
- ხოო მაგრამ აქ როგორ მოვედი
- მე- თითი თავის თავზე მიიშვირა- მე მოგიყვანე სხვა ვინ იქნებოდა რაც მალე ვნახავთ შენს ექმის მით უკეთესი
- ჰმმ...ვიღაც ძალიან მზრუნველი გახდა ამ ბოლო დროს
- ვიღაც კი ამ ბოლო დროს ენას ვერ აჩერებს
- კარგი ჩუმად ვარ- ორივემ გავიცინეთ,თავი ისევ მუხლებზე დავადე
- დაიძინე გრძელი გზა გველის
- როგორც იტყვი....
დავბრუნდი მე ამოსაწყვეტი და ბოდიშით რო ესე პატარა თავია ამ დღეებში ძააან ბევრი საქმე მქონდა ჰოდა ეხლა ვეცდები ხშირად დავდო ხოლმე და დიდი თავები ცოტა💛💜
YOU ARE READING
ჯაშუში/ Spy [Jikook] (სრულად)
Fanfictionრას იზავთ თუ თქვენზე თვალთვალს დაიწყებენ,თანაც როცა ურთიერთობა დასაწყისშია.მაგრამ ყველაფერი მაშინ რთულდება როცა ჯაშუში გოგოა,შესაძლებელია თუ არა სიყვარულის გამო მსხვერპლზე წასვლა.შეძლებს თუ არა დისპაჩი მათ გამომჟღავნებას?!