თავი 1

673 32 8
                                    

წიგნებით დატვირთულმა შევაბიჯე ბიბლიოთეკაში. ცოტაც და ხელიდან გამივარდებოდა ყველაფერი. კედელზე ლუკასი აყუდებულიყო, ხელში ტელეფონი ეჭირა, როგორც კი დამინახა ჩემკენ გამოექანა და ძირს მიმოფანტული წიგნები ხელში აიღო.
-არ მჭირდება შენი დახმარება-ხელზე დავარტყი და გაბრაზებულმა შევხედე.
-კარგი რაა მელანიია, ნუ მიბრაზდები
მე მაინც არ ვუყურებდი, ან თუ შევხედავდი ისიც ამრეზით.
-ნუ მებუტები-მეთქი! - ჩამეხუტა
-კარგი ჰო, ამაკრეფინე ახლა ესენი. -ვუთხარი, მანაც არ დააყოვნა და გახარებულმა დაიწყო წიგნების აკრეფა. ლუკას მილერი ჩემი ბავშვობის და ამასთანავე საუკეთესო მეგობარია.
-გოგოო, შეხედე რა ლამაზი ბიჭია. -მიმითითა მჯდარ ბიჭზე რომელსაც წიგნი გადაშლილი ქონდა და სახეზე ეწერა რომ თავში არაფერი შედიოდა.
-დებილია
-დებილი შენ ხარ
-კი, როგორ არა. შენ შეყვარებული გყავს ხომ არ დაგავიწყდა?
-ჰაჰ, დიდი ხანია დაშორებას ვაპირებ
-კიდევ რამე მოხდა? ვიცოდი რომ არ იყო კარგი ბიჭი
-მერე მოგიყვები-მითხრა და ბიბლიოთეკარისკენ შემატრიალა.
-გამარჯობა მისის ჯულია, წიგნები მოგიტანეთ.
-ჩემო ლამაზებო, ფინჯან ჩაის ხომ არ დალევთ?
უარს ვერ ვეტყოდით, ძალიან გვიყვარს მისი მომზადებული ნებისმიერი რამ.
მისის ჯულია 65 წლის, ჩემი ვარდისფერი ქალბატონია. არ გეგონოთ რომ მისის ჯულიაზე ირონიულად ვსაუბრობ, მან იცის რომ ამ ზედმეტსახელს ვეძახი, პირიქით, სიამოვნებს კიდეც, რადგან მისი საყვრელი ფერი სწორედ ვარდისფერია. ლოყები მუდამ წითელი აქვს ხოლო ლამაზი, მწვანე თვალები მუდამ უბრწყინავს. მისის ჯულია ხშირად გვიყვება ახალგაზრდობის ტკბილ წლებზე იმ უხერხულ, ან უბრალოდ სასაცილო ისტორიებს რაც კი გადახდენია. ჩვენც დინჯად და სიამოვნებით ვუსმენთ მის მონაყოლს. ხანდახან ცრემლიც მოადგება, როცა იხსენებს ქმარს და იმას რომ შვილი ვერ ეყოლათ. ხშირად უთქვამს ჩვენთვის, თქვენ ხართ ჩემი შვილებიო, ძლიერად ჩაგვიხუტებს ხოლმე გულში და იქამდე ვერ ისვენებს, სანამ არ დავურეკავთ და ვეტყვით რომ მშვიდად მივედით სახლში. მისის ჯულიას ძალიან უყვარს წიგნები, იძახის: წიგნებთან თავს მარტო არ ვგრძნობო, მაგრამ მგონია, რომ ვერაფერი გაგრძნობინებს მარტო ყოფნას როგორც წიგნები, რაც უფრო მეტს კითხულობ, უფრო მეტად ხვდები როგორი ადამიანები ტრიალებენ შენ ირგვლივ.
მაგიდაზე ლამაზი, თეთრი და წითელი ბაბთებით შემკული, გადასაფარებელი გადააფარა. მისის ჯულიას კარგად გამოსდის ამდაგვარი რაღაცების გაკეთება, მითხრა ერთ დროს ამ სპეციალობით ვმუშაობდიო. ჯერ მურაბა და ჯემი, შემდეგ კი ჩაი დაგვიდო. ჩვენს გვერდით ჩამოჯდა და გაგვიღიმა.
-აბა რა ხდება ახალი?
-არც არაფერი, ყველაფერი ისევ ისე, როგორც ადრე-ვუპასუხე და ჩაის დალევას შევუდექი.
-რავიცი, რავიცი, ქიმიას ვერ გავუგე, ვცდილობ მაგრამ არ შედის ამ თავში.-თქვა ლუკასმა.
მისის ჯულიას გაეცინა, ლუკასს დანაოჭებული, მაგრამ მაინც ლამაზი, ხელები დაადო და უთხრა:
- თუ მოინდომებ ყველაფერს შეძლებ, უბრალოდ იცი, რომ ეს საგანი შენი არ არის და გგონია არაფერი გამოგივა, მაგრამ ცდები!
კიდევ ერთხელ გაუღიმა.
ჩაი დავსრულეთ თუ არა, ჩავეხუტეთ და წამოვედით.
დღეს ჩვენი მეგობარი წვეულებას აწყობდა, მე კი ჯერ ტანსაცმელიც კი არ მქონდა შერჩეული.

Once in a lifetime you were mine (Harry Styles)Where stories live. Discover now