სანაპიროსთან ერთი კაფეა.
მიყვარს ეს ადგილი.
-ჰარი, შენი გვარიც კი არ ვიცი -ავხითხითდი
-რა დროს ეგაა -ჩაილაპარაკა სიცილით.
ჰარიმ მიმტანს რაღაც ჩასჩურჩულა.
-ეს რა საქციელია? -მოჩვენებით გავბრაზდი.
-გეგმებს თუ არ ჩამიშლი მადლობელი ვიქნები.
-კარგი, ბოდიში
გავიღიმე.
მომწონს რომ ჩემზე ზრუნავს.
ჰარიმ ფული გადაიხადა და გარეთ გამიყვანა.
-გავისეირნოთ და ცოტახანში მოვიდეთ.
-შენზე მომიყევი -პატარა ბავშვივით შევხედე.
-23 წლის ვარ, და და დედა მყავს. შეყვარებულიც მყავს.
-შეყვარებული? -გული ნაფლეთებად მექცა. მეგონა ცოტაც და გასკდებოდა.
-კი -ლამაზად გამიღიმა, ალბათ ის გოგო მისთვის ბევრს ნიშნავს.
ჩემს თავზე გავბრაზდი. რატომ მეგონა რომ ასეთ ლამაზ და კარგ ბიჭს შეყვარებული არ ეყოლებოდა. ჰაჰ, ჩემნაირი გოგოს ვინ შეიყვარებს, რომელიც მუდამ გასაჭირშია, მუდამ რაღაც პრობლემა აქვს. ან საერთოდ რატომ მექცეოდა ასე? რატომ მაყვარებდა თავს? ნუთუ ბედნიერებას ანიჭებს როცა ვინმეს თავს აყვარებს და შემდეგ ეუბნება რომ შეყვარებული ყავს.
და იქნებ არც უფიქრია რომ შემიყვარდებოდა..ალბათ სახე შემეცვალა, რაც ჰარის კითხვამ დაადასტურა.
-რამე მოხდა, მელანია?
-არა, არაფერი -გავუღიმე -გააგრძელე.
სიმართლე გითხრათ არაფრის მოსმენის ხასიათზე არ ვიყავი, მაგრამ მინდოდა მისი ლამაზი ტუჩების მოძრაობა და ხმა მომესმინა.
-ფედერალური აგენტი ვარ-ჩაიცინა.
-მოიცა რა? -ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, ვერც კი წარმოვიდგენდი.
-ჰო, ანუ მამაშენთან ვმუშაობ -ლამაზად გამიღიმა.
ვაჰ.
-გახსოვს რომ მითხარი უნდა დაგიცვაო, რას გულისხმობდი?
-მაგაზე მერე ვილაპარაკოთ.
-არა! მე ახლა მინდა!
-უბრალოდ საშიშია შენი მარტო დატოვება, ერთმა ადამიანმა შეიძლება რამე დაგიშავოს.
გავშეშდი.
გავშრი.
ავკანკალდი.
გავიყინე.
ვიგრძენი როგორ დაისადგურა ჩემს გულში სიბნელემ.
თავზე ხელები მძიმედ მივიჭირე და დაველოდე, მეგონა ის საშინელი ტკივილი, რასაც ვგრძნობდი, გამივლიდა, მაგრამ არა! პირიქით! უფრო მიძლიერდებოდა.
გავიაზრე, რომ კიდევ საფრთხეში ვარ.
გავიაზრე, რომ ჰარი მამაჩემის თხოვნის გამო იყო ჩემთან.
თვალები დამიბნელდა და ავქვითინდი.
შეძრწუნებულმა ჩახუტება სცადა, მაგრამ ხელი ვკარი.
-არ შემეხო! -ფეხზე ძლივს ავდექი. -არც გაბედო!
-ნუ გეშინია მელანია, ჩემთან არაფერი დაგიშავდება -ჩემკენ სვლა იწყო.
-არ მომიახლოვდე ჰარი! -ვუყვირე -საქმე მაგაში არაა..
-აბა სხვა რა? -ისე შემომხედა, თითქოს არც იცოდა რაზე ვსაუბრობდი.
-ჩემთან მხოლოდ ვალდებულების გამო იყავი, ხო?
დუმდა.
მწარედ გამეცინა
-ასეც ვიცოდი!
-მელანია ასე არ არის!- წამოყოლა სცადა, მაგრამ უფლება არ მივეცი.
-არ წამომყვე, არც გაბედო!
მისი ბგერები ყრუდ მესმოდა, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი.
იმდენად მქონდა გული ნატკენი, მინდოდა ამომეგლიჯა და ნაგავში გადამეგდო.
ყელში გაჩხერილი მწარე ტკივილი, უფლებას არ მაძლევდა მესუნთქა.
გული მეწვოდა, მტკიოდა, მეხუთებოდა, მაგრამ თავს უფლებას არ ვაძლევდი სასოწარკვეთილებაში ჩავვარდნილიყავი.
ისიც არ ვიცოდი სად ჯანდაბაში წავსულიყავი, ან ის სულისშეძვრელი ტკივილი როგორ გამექრო.
სკვერში ერთ-ერთ სკამზე ჩამოვჯექი და უბრალოდ ავტირდი.
იმ მომენტში ყველა და ყველაფერი მეზიზღებოდა.
მაგრამ მე ის მიყვარდა.
მართლა მიყვარდა.
მისი თითოული ქცევა, მიხრა-მოხრა მიყვარდა.
მეგონა მასაც ვუყვარდი.
მეგონა ისიც იმავეს გრძნობდა რასაც მე.
მაგრამ ვიცი, რომ მისთვის უბრალოდ, ავადმყოფი მეგობარი ვარ.
ოდესმე გიგრძვნიათ იმედგაცრუება?
ო, როგორი საშინელი გრძნობაა.
როგორ გინდება არავის ენდო, არავინ გიყვარდეს.
როგორ გიჩნდება სურვილი რომ ბევრი იტირო, მაგრამ იცი რომ ეს ცრემლები და დაღი, რომელსაც ეს გრძნობა გასვამს, არასდროს გაქრება, მუდამ შეგახსენებს თავს და ყველაფრის ხალისს დაგიკარგავს.
იმ წამს მეგონა ვერასდროს ვენდობოდი ვინმეს, მაგრამ ვცდები, მე ასეთი არ ვარ, ყოველთვის მაქვს ოდნავი ნდობა ნებისმიერის მიმართ.
ჰარის მიმართაც.
რა ვალდებულია ვუყვარდე?
რა ვალდებულია ჩემი გამოშტერებული თავის გამო, ცხოვრება დაინგრიოს?
და მაინც მე ის მიყვარს, ძალიან მიყვარს. მისი ლამაზი ღიმილი და მწვანე თვალები მიყვარს.
-როგორი უსამართლოა ცხოვრება, არა?
ვიღაც მომიახლოვდა.
-საშინლად.
ვიცოდი რომ ჩემი ნაცნობი არ იყო.
-შეიძლება ჩამოვჯდე? -ისეთი მშვენიერი ხმა ქონდა და ლამაზი აქცენტი..
-რა თქმა უნდა -ცრემლები ჩუმად მოვიწმინდე და ჩავიჩოჩე სკამის ნაპირისკენ.
-არ გინდა, ცრემლებს ნუ მალავ! -ახლაღა შევხედე მის მოცისფრო თვალებს.
გამეცინა.
-მეგონა ვერ შეამჩნევდი -ისე როგორ არ უნდა შეემჩნია, ტირილისგან თვალები სულ ჩაწითლებული და დასიებული მქონდა.
-მე ლუი ვარ! -ხელი გამომიწოდა.
-მელანია -ხელი ჩამოვართვი.
-არ გინდა სახლში მიგიყვანო?
-არა, მადლობა, თავად წავალ.
მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცნობდი, ვგრძნობდი რომ კარგი ადამიანი იყო.
-ჩემი ნუ გეშინია, ვფიცავ არაფერს დაგიშავებ! უბრალოდ ვერ მოვისვენებ, ღამე გოგო გარეთ რომ დავტოვო.
-კარგი
სიხარულისგან ტაში შემოკრა.
ასე ძალიან თუ გაახარებდა რას ვიფიქრებდი.
-ფეხით გირჩევნია, თუ მანქანით?
-ფეხით მირჩევნია.
თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია.
ფეხზე წამოვდექი და გავუყევით გზას, რომელსაც სულისშემხუთავ სახლში მივყავდი.აბაა, როგორ მოგეწონათ?
საერთოდ მოგწონთ ეს ფიკი? წაშლას ვაპირებდი და გამეხარდება თუ თქვენ აზრს კომენატრებში დააფიქსირებთ. 💙
-N
YOU ARE READING
Once in a lifetime you were mine (Harry Styles)
Fanfictionფისტოლეტის ხმა გაისმა. ბეტონის სრულიად მკვდარ და უსიცოცხლო ფერს, წითელიც შეერია. კივილმა მოიცვა იქაურობა. წყნარი იყო ლონდონი და ნაცრისფერი ცა. -მელანიაა! მელანია-მეთქი! ისევ ის, ისევ ის კოშმარი?