თავი 11

200 12 13
                                    

რამდენიმე წუთი მის ოთახს ვუცქერდი. იქ ყოველთვის შუქი ენთო, თეთრი ფარდები კი, მუდამ ამშვენებდა ლამაზი გოგოს ლამაზ ოთახს. მისი თხელი ხელები ნაზად ეხებოდა ფანჯრის მინებს.
ფიქრებში გართულს, ვერც კი შემემჩნია, რომ მას მივშტერებოდი.
ახლართული აზრებიდან, სწორედ მისმა ხმამ გამომიყვანა.
-ჰარი!

-ჰო, გისმენ

-რამეს ხომ არ მიმალავ?

დაბნეულმა, ენის ბორძიკით ვუპასუხე:
-ყველაფერს გაიგებ, დრო რომ მოვა.

-გასაგებია -მიპასუხა, თავი ოდნავ დამიქნია, თანხმობის ნიშნად და ფანჯარა დახურა.
იქამდე მადევნებდა თვალს, სანამ ადგილს არ მოვწყდი.

ჯიბიდან ძლივსძლივობით ამოვიღე ტელეფონი და ჩარლის ნომერი სწრაფად ავკრიფე.
რამდენჯერმე დარეკვის და ავტომოპასუხის ჩართვის შემდეგ, გადავწყვიტე ოფისში მთელი ძალით მეცემა, ისე მეცემა, რომ წარმომავლობა დავიწყებოდა.
-უპასუხისმგებლო ნაგავი!
წამოვიყვირე.
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად ვიცოდი ზედმეტად გავბრაზდი,
მალევე გავჩნდი ოფისთან და სიკვდილის ანგელოზივით შეუმჩნევლად შევუვარდი კაბინეტში
-ჯანდაბა, ჰარი! შემაშინე!
ნოუთბუქი დახურა და წინ ამეტუზა.
ვღიზიანდებოდი, სიბრაზე კი ყელში მაწვებოდა, როდესაც მის მშვიდ სახეს ვხედავდი.
-შენ.. იცი..
დაწყნარებას ვცდილობდი, არ მინდოდა გიჟივით მოვქცეულიყავი.
-ჩარლი, ყველაზე უპასუხისმგებლო მეგობარი ხარ, ვინც კი მყოლია! შენს გამო მელანიას ასე მოვექეცი და რომ გირეკავ არც კი მპასუხობ!

შედარებით მშვიდად მივუგე, უფროსწარად ვეცადე, რამდენად გამომივიდა ვერ გეტყვით.

-ძმაო, ტელეფონი დამიჯდა, დამტენი კი ბენის კაბინეტში დამრჩა. რამე მნიშვნელოვანი იყო?
თითები ერთმანეთში ახლართა და მომაშტერდა.

-ვაჰ, იქამდე გასვლა დაგეზარა, ჰომ? მაინტერესებდა სად მოვსულიყავი. თან დღეს რთული დღე მაქვს..

Once in a lifetime you were mine (Harry Styles)Where stories live. Discover now