გარეთ ნიავი სასიამოვნოდ დაქროდა.
ლუის ღიმილი კი უცნაურ სიმშვიდეს მგვრიდა.
პოზიტივს ასხივებდა.
მის გვერდით ყოფნა იმდენად მსიამოვნებდა რომ ყველა ცუდ ფიქრს, რომელიც გულში ეკალივით მესობოდა, მიქრობდა და უაზროდ მაღიმებდა.
ბევრ რამეზე მესაუბრა.
მისი საყვარელი ბოსტნეული სტაფილო ყოფილა. ბავშვობაში ეუბნებოდნენ, რომ თუ ბევრ სტაფილოს შეჭამდა გაიზრდებოდა. აღნიშნა, რომ იმედები გაუცრუვდა, დაბალი დარჩა და მისი პატარა დებიც კი მასზე მაღლები გახდნენ. ამას იმდენად სასაცილოდ ყვებოდა, რომ ჩემი სიცილი განვლილ ქუჩებს ექოდ ედებოდა.
ალბათ ეს ადამიანი ღმერთმა გამომიგზავნა.ჩემს სახლს მივუახლოვდით.
-მელანია, რაღაც უნდა გითხრა და გთხოვ არ გამიბრაზდე..
საწყალი თვალებით შემომხედა.
ღრმად ჩავისუნთქე.
-ჰარის ოინებია, ჰო?
თვალები გაუფართოვდა და უფრო საწყლად შემომხედა.
-როგორ მიხვდი?
-მადლობა დიდი!
გაბრაზებული შევტრიალდი და სახლისკენ ვიწყე სვლა.
-მაგრამ ის ნერვიულობდა, იცოდა რომ მას არ მოუსმენდი -მიყვიროდა რომ გამეგო.
რა თქმა უნდა გავიგე, მაგრამ დავაიგნორე.კარი შევაღე თუ არა, ჰარი დამხვდა, პირში თითთან ერთად.
-ჯანდაბა, როგორ ვნერვიულობდი -ხელები გაშალა.
-ჰარი, წადი ჩემი სახლიდან!
-რატომ? -საცოდავი თვალებით შემომხედა.
-აქ რა ხდება? -კართან მოვიდა წინსაფარაკრული დედაჩემი -კართან რატომ დგახარ მელანია? ან.. -ლუი შეათვალიერა -ის ბიჭი რატომ დგას გარეთ? ამიხსნით საერთოდ რა ხდება?
-დედა, მინდა რომ წავიდეს, ახლავე!
ძლივს ამოვილუღლუღე.
ლუის ანიშნა შემოდიო, ისიც დაემორჩილა.
-რატომ უნდა წავიდეს, მელანია?
YOU ARE READING
Once in a lifetime you were mine (Harry Styles)
Fanfictionფისტოლეტის ხმა გაისმა. ბეტონის სრულიად მკვდარ და უსიცოცხლო ფერს, წითელიც შეერია. კივილმა მოიცვა იქაურობა. წყნარი იყო ლონდონი და ნაცრისფერი ცა. -მელანიაა! მელანია-მეთქი! ისევ ის, ისევ ის კოშმარი?