*ჰარის თვალთახედვით*
-ანუ მელანიას აქვს სისძარღვების რაღაც დაავადება, ზუსტად არც მე ვიცი რა არის. ამის გამო ტვინს ჟანგბადი არ მიეწოდება და ითიშება, ამ დროს თავს ვეღარ აკონტროლებს და იმას იძახის რასაც იმ მომენტში ფიქრობს, თუ ცუდია მდგომარეობა, იწვევს ამნეზიას, ოღონდ ამ შემთხვევაში ექიმმა მითხრა მალე დაუბრუნდება მეხსიერებაო.
ლუკასმა ღრმად ამოისუნთქა ლაპარაკის დასრულების შემდეგ.
-და ადრინდელს გაიხსენებს?
იმედიანი თვალებით შევხედე.
-არ ვიცი, მართლა არ ვიცი. ექიმს ესაუბრე.
-აუცილებლად ვესაუბრები.
მინდა ყველაფერი გაახსენდეს.***
*მელანიას თვალთახედვა*-რაღაც უნდა გითხრა -ბოხი, ხრინწიანი ხმით მითხრა
-გისმენ -ვუთხარი და ცხელი ყავა მოვწრუპე.
-მამაშენმა, შენი დაცვა მთხოვა
-რა? რისგან? -გაკვირვებული მივაშტერდი.
-გთხოვ მაგ კითხვას ნუ დამისვამ..
-საფრთხე მელის და არ უნდა ვიცოდე რა? -ოდნავ ხმამაღლა მომივიდა.
-მელანია, გთხოვ დამშვიდდი-მხრებზე ხელი დამადო.
-როგორ დავმშვიდდე? -ახლა კი ნამდვილად ვყვიროდი-ჯანდაბა, ყველაფერი გაურკვეველია, ტვინი მეტკინა იმაზე ფიქრით თუ როგორი ხელოვნურია ჩემი ცხოვრება. ჩემი ჯანმრთელობა! ყოველ წამს იმის მეშინია რომ რამე დამემართება -ბოლო ხმაზე ვკიოდი.
არაფერი უთქვამს.
უბრალოდ დუმდა.
-ხომ შეიძლებოდა ჩვეულებრივი თინეიჯერივით მეცხოვრა? -ჩავილაპარაკე, რამდენიმე წუთის შემდეგ.
წელზე ლამაზი ხელები მომხვია და მთელი ძალით მიმიკრო.
-ნუ გეშინია, მე შენთან ვარ.
რა ლამაზია.
რა ლამაზი თვალები აქვს.
ნეტავ რა ხდებოდა სანამ გონებას დავკარგავდი? ან სად ვიყავი? ყველაფერი უნდა გავარკვიო.
***
-ესეც და გპირდები თავს დაგანებებ!
-მპირდები? -ეჭვისთვალით შევხედე.
-გპირდები, მართლა გპირდები.
-კარგი ჰო- ჩავიბუზღუნე და რაღაც სქელი მასა, კიდევ ერთხელ მოხვდა ჩემს ბაგეებს.
-კარგი გოგო ხარ -მითხრა და გამიღიმა
-ჰარი, სერიოზულად?
-რა იყო?
-პატარა ბავშვივით რატომ მექცევი?
-ჩემ დას ასე ვაჭმევ ხოლმე -გადაიხარხარა, მეც ავყევი.
-და გყავს?
-კი მელანია, გაგაცანი კიდეც.
თავი ჩავხარე.
-ნუ გაქვს ეგეთი სახე -ნიკაპი ორი თითით ამიწია და თვალებში ჩამხედა. -ვერ გიყურებ ასეთს.
იცით, თვალს ვერ ვაშორებდი. რა ლამაზია.
თვალები სულის სარკეაო, ნათქვამია, მართალიცაა, იმდენად სუფთა და კრიალა თვალები აქვს, ისეთი ხელოვნების ნიმუშია შემეძლო უბრალოდ ვმჯდარიყავი და საათობით მეყურებინა მისთვის.
საჩვენებელი თითი ნაზად გადავატარე თვალებთან ახლოს.
-რა ლამაზი თვალები გაქვს
არაფერი უთქვამს.
მიყურებდა, მხოლოდ მიყურებდა.
-მადლობა ჰარი -ხმადაბლა ჩავილაპარაკე და თვალი ავარიდე.
-რისთვის?
-ყველაფრისთვის.
ჩემ დათუნიას ხელი მოვკიდე და ოთახში ავირბინე.
ცოტახანს დაძინება გადავწყვიტე.
YOU ARE READING
Once in a lifetime you were mine (Harry Styles)
Fanfictionფისტოლეტის ხმა გაისმა. ბეტონის სრულიად მკვდარ და უსიცოცხლო ფერს, წითელიც შეერია. კივილმა მოიცვა იქაურობა. წყნარი იყო ლონდონი და ნაცრისფერი ცა. -მელანიაა! მელანია-მეთქი! ისევ ის, ისევ ის კოშმარი?