პირველ რიგში ჩემი სურვილია, რომ თითოეული პერსონაჟი (ჰარის, ლიამს, ზეინს, ლუის და ნაილს არ ვგულისხმობ) იყოს თქვენი ფანტაზიის ნაყოფი, ამიტომ არ ვირჩევ კონკრეტულ სელებრითს. <3
-კიდევ გნახავ? -მომესმა უკნიდან ნაცნობი ხმა.
-არ ვიცი -ვუპასუხე დაბნეულმა.
-და რომ შევხვდეთ? -მწვანე თვალები მომანათა.
-თუ საჭირო გახდება ბედისწერა აუცილებლად შეგვახვედრებს- ვთქვი, გავუღიმე და შევტრიალდი.
-ვგრძნობ რომ გნახავ..
იმ ღამეს არ მეძინა, ალბათ იმიტომ, რომ განვლილ დღეზე ვფიქრობდი. რა უცნაურია, უცნაური ბიჭი უცნაურად გამოცხადდა ჩემს უცნაურ ცხოვრებაში.
დილით ადრე ავდექი, როგორც ყოველთვის ბიბლიოთეკაში უნდა წავსულიყავი რომ მემეცადინა. სახლში ვერ ვჩერდები, აქ მეცადინეობა ნაკლებად მინდა, გონება სულ მეფანტება.
მშვენიერი ამინდი იყო. გზად მისის ჯულიას მინდვრის ლამაზი, ყვითელი და თეთრი ყვავილები ვუყიდე. სხვათაშორის, ჩემს ჩაცმულობასაც მოუხდა.
ხის კოხტა კარი შევაღე და მისის ჯულიას შევეგებე-შეხედეთ რა მოგიტანეთ -ვუთხარი და საყვარელი ყვავილები გავუწოდე.
პატარა ბავშვივით სახეზე ხელები აიფარა სიხარულისგან, ყვავილები გამომართვა და ძლიერად მიმიკრა გულზე.
-ჩემო საყვარელო, როგორ გამახარე-მომმართა და მხიარულად ჩააწყო ყვავილები ვაზაში.
-ხომ არ გშია?
-არა, მადლობა. სამეცადინოთ მოვედი- ვუთხარი და გავუღიმე
-კარგი, იმეცადინე -მითხრა და ყვავილებს ხელი კიდევ ერთხელ შეავლო.
ჩვეული ადგილისკენ დავიძარი. გზად მაგიდებზე დაწყობილ ვაზებს ვაკვირდებოდი, ყვავილების ფერი მისის ჯულიას ხასიათზე მეტყველებდა, ახლა ცისფერი ყვავილები ჩაეწყო
-როგორც ჩანს ნოსტალგიები მოაწვა- ჩავილაპარაკე და გაღიმებულს შევხედე. მისი ღიმილი მეც გადამედო და გავაგრძელე ,,ჩემს ადგილამდე'' სწრაფად სვლა. ღიმილი სახეზე შემეყინა, როდესაც მაგიდაზე დადებული ჩანთა და გადაშლილი წიგნი დავინახე.
YOU ARE READING
Once in a lifetime you were mine (Harry Styles)
Fanfictionფისტოლეტის ხმა გაისმა. ბეტონის სრულიად მკვდარ და უსიცოცხლო ფერს, წითელიც შეერია. კივილმა მოიცვა იქაურობა. წყნარი იყო ლონდონი და ნაცრისფერი ცა. -მელანიაა! მელანია-მეთქი! ისევ ის, ისევ ის კოშმარი?