საშინლად დამძიმებული თვალები ძლივ-ძლივობით გავახილე. ოთახს თვალი მოვავლე, მეცნო ჩემი პატარა კარადა და ზედ დადებული წიგნები. ფეხზე წამოდგომა ვცადე, მაგრამ იმდენად ვიყავი დაუძლურებული, რომ ტანს ვერ ვიმორჩილებდი.
-ახლა რაღა ჯანდაბა დამემართა -ჩავილაპარაკე ხმადაბლა და გაურკვევლად.
ოთახის კარი გაიღო.
-ლუკას! -წყნარად ვთქვი. ცოტაც და ცრემლები წამომივიდოდა. -რა დამემართა?-ვთქვი ატირებულმა.
ახლოს მოვიდა და ძლიერად ჩამეხუტა.
-წამლები არ მიგიღია, ხომ იცი არასდროს უნდა დაგავიწყდეს.
-ჯანდაბა, არ მახსოვს არაფერი.
-ნუ გეშინია, ექიმმა თქვა 2-3 დღეში გაუვლისო. -ხმა ძალიან სევდიანი ჰქონდა.
ოთახის კარი კვლავ ჭრაჭუნით გაიღო.
უცნობი, მაღალი, ათლეტური მწვანეთვალება ბიჭი მომიახლოვდა, თბილად გამიღიმა და მზრუნველი მზერა მომაპყრო.
-როგორ ხარ? -მკითხა ბოხი ხმით.
-ეს ვინ არის? -ვთქვი და გაკვირვებულმა შევხედე ჯერ ლუკასს შემდეგ კი თვალებგაფართოებულ უცნობს.
-მე ვარ, ჰარი ვარ, ვერ მცნობ? -მითხრა აკანკალებული ხმით.
ცრემლები წამომივიდა.
-არა, არ იტირო რა -ლამაზი თითებით მომიწმინდა ლოყებზე ჩამოსრიალური ცრემლები.
ლუკასმა ლოყაზე მაკოცა და მითხრა რომ მალე დაბრუნდებოდა, შემდეგ კარი მიიხურა.
დავრჩით მე და ის უცნობი მარტონი.
-მართლა დაგავიწყდი?-მკითხა სევდანარევი ხმით.
-მაპატიე
აკანკალებული ხელებით მოვიწმინდე ჩემ სახეზე მიმავალი სითხე.
-მაშინაც ასე დაგავიწყდი -ჩაილაპარაკა
-მაშინ?
-ჰო, მაშინ. ზუსტად ასე გაურკვეველი და უცოდველი, თაფლისფერი თვალებით მიყურებდი. ო, როგორ მიყვარდი მელანია. როგორ ვიტანჯებოდი, როდესაც შენ თვალებში არაფერს ვკითხულობდი. ვცდილობდი არაფერი შემემჩნია, ვცდილობდი გაგხსენებოდი, მაგრამ სუსტი ნაბიჭვარივით მოვიქეცი. ვერ გავუძელი იმ ტკივილს რასაც შენ ან მე ვიტანდით და წავედი. სამუდამოდ დაგტოვე და შენც სამუდამოდ ჩამმარხე მოგონებებში. მაპატიე რომ ასე მოგექეცი, მაპატიე რომ შენ გამო არ ვიბრძოლე.
გაშტერებული ვუსმენდი.
ხმას ვერ ვიღებდი
გონებას ვძაბავდი მაგრამ არაფერი გამომდიოდა, არაფერი მახსენდებოდა.
-ჯანდაბა! ჯანდაბა! ჯანდაბა! არაფერი მახსენდება! ჯანდაბა!! რა ცუდი ვარ! -ვკიოდი და თავში ხელებს ვირტყამდი.
ხელები მომხვია და ძლიერად მიმიკრა მკერდზე.
-არ ხარ ცუდი! მთავარია რომ ახლა ჩემთან ხარ, ყველაფერი კარგად იქნება -შუბლზე მაკოცა.
ტირილი შევწყვიტე და უბრალოდ მას მივენდე._____________________________
შემდეგი თავი ძალიან მალე დაიდება, ბოდიში ამ პატარა მონაკვეთისთვის.
თქვენი თითოეული კომენტარი ძალიან მაბედნიერებს და მადლობა ამისთვის <3333
-N
YOU ARE READING
Once in a lifetime you were mine (Harry Styles)
Fanfictionფისტოლეტის ხმა გაისმა. ბეტონის სრულიად მკვდარ და უსიცოცხლო ფერს, წითელიც შეერია. კივილმა მოიცვა იქაურობა. წყნარი იყო ლონდონი და ნაცრისფერი ცა. -მელანიაა! მელანია-მეთქი! ისევ ის, ისევ ის კოშმარი?