თავი 4

191 18 0
                                    

*1 კვირის შემდეგ*

ცივი ჰაერი ხარბად ჩავისუნთქე.
სუსხი იგრძნობოდა, რის გამოც პირიდან გამოსული ორთქლით პატარა ბავშვივით ვერთობოდი.
შემცივდა.
ხის სახლში შევედი.
იატაკი სიარულის დროს ოდნავ ჭრაჭუნებდა.
მაგიდაზე დაწყობილი წიგნი და რვეული დავხურე და ხის თაროში შევდე.
-ჯერ კიდევ გუშინ როგორ ცხელოდა, არა? -შემოვარდა ყვირილით ჩემი და.
მოულოდნელობისგან შევბორძიკდი და გულზე ხელი მივიდე.
-იქნებ სანამ ყვირილით შემოვარდები და გულს გამიხეთქავ, გამაფრთხილო ეველინ? -შევუბღვირე და გარეთ გავვარდი.
ცუდ ხასიათზე ვიყავი, არ ვიცი რატომ, უბრალოდ თავს ცუდად ვგრძნობდი. მარტოდმარტო, სევდიანი დავიარებოდი დაბურულ ტყეში. ტოტებს შორის გამოკრთოდა მზის ნაზი სხივები და ასევე ნაზად ეხებოდა ცივ მიწას. ჰარის? ჰარიც რაც შეეხება 1 კვირაა არ მინახავს. სიმართლე გითხრათ მომენატრა მისი ლამაზი, ზოგ მომენტში მოციმციმე, ზოგჯერ კი სევდით სავსე თვალები, ვარდისფერი, ნაზი ფერის ტუჩები, რომლებიც ლაპარაკის დროს ნელა და ლამაზად მოძრაობდნენ და გულწრფელი ღიმილი, ღიმილი მართლაც ძალიან მომენატრა.
როგორც იქნა მივაღწიე ჩემ საყვარელ ადგილს. აქედან ყველაფერი ხელისგულივით მოჩანდა.
ხელები მაღლა ავწიე, ფართოდ გავიღიმე და ბოლო ხმაზე ვიყვირე:
-მიყვარხარ! -ბევრჯერ ამიხსნია ამ ადგილისთვის სიყვარული, მე ის მიგებს მე მას ვუგებ, ხანდახან მინდება ჩავეხუტო, ამიტომ ძირს ვწვები და თავს მშვიდად ვგრძნობ.
-მეც! -მომესმა ხმა ქვემოდან.
თვალები დავჭყიტე.
გაკვირვებულმა და შეშინებულმა მოვავლე იქაურობას თავი.
პირველად შემეშინდა ამ ადგილის.
-ნუ გეშინია! -მიახლოვდებოდა -ყველაფრის ასე უნდა გეშინოდეს? -მომესმა სიცილნარევი ხმა.
-ჰარი?- წავიჩურჩულე, როდესაც ხმის ავტორის ვინაობა დავადგინე.
შევტრიალდი და შავ ქურთუკში შეხვეული მომღიმარი ჰარი დავინახე. ღმერთო! რა საყვარელია ფეხის თითიდან თმის ღერამდე, როგორ შეუძლია ერთდროულად იყოს სერიოზული კაცი და ასეთი საყვარელი არსება? როგორ მინდა ახლა ჩავეხუტო, მაგრამ ამას ალბათ ვერასდროს გავბედავ.
-სიურპირიზი!-მითხრა და ჩამეხუტა.
გაკვირვებისგან თვალები გამიფართოვდა. არ მოველოდი მისგან ამ საქციელს. ნელა ავამოძრავე ხელები და მეც შემოვხვიე ძლიერად. ეს ძალიან მჭირდებოდა.
ის ისეთი თბილია, ისეთი გულწრფელი, მეშინია რომ დამტოვოს.
-ნუ გეშინია არსად მივდივარ -თქვა სიცილით.
გული გამისკდა, ვიფიქრე ჩემი ფიქრები წაიკითხა-მეთქი, მაგრამ მალევე გავიაზრე, რომ მჭიდროდ ვეხუტებოდი ხელები გავუშვი და ჩემი საქციელის გამო ბოდიში მოვუხადე.
-ბოდიში? სერიოზულად? -მითხრა და გადაიხარხარა.
-არ მომწონს როდესაც ჩემ საქციელზე დამცინიან, ვითრგუნები -ვთქვი და გვერდზე გავიწიე, თავდახრილმა.
-აღარ ვიზამ-მითხრა და გამიღიმა, რასაც ჩემი ავტომატური ღიმილი მოჰყვა.
-აქ რა გინდა?
-დასთან და დედაჩემთან ერთად ჩამოვედი, აქვე ვცხოვრობთ გინდა გაგაცნო? მიას ძალიან უნდა შენი გაცნობა -მითხრა და ბილიკის მიმართულებით ხელი გაიქნია.
მოიცა რაო?
ვისო?
მოიცა მან ჩემ შესახებ უთხრა?
ცოტაც და გული შემიწუხდებოდა.
ხელი ჩამკიდა და ბილიკისკენ გამაქანა. ჯანდაბა! კიდევ ერთხელ შემეხება და ვცემ!
-ჰარი, ცოტა ნელა! დავიმტვრიე თავი-ვთქვი სიცილით, თუმცა ძლივს ვსუნთქვდი.
შეჩერდა.
-კარგად ხარ?
-კი-სულელივით ვიცინოდი.
-რა გაცინებს?
-ზუსტად ასე მივრბოდით და ზუსტად აქ წავიქეცი, გამახსენდა როგორ აძვრა ფეხსაცმელს ძირი
მასაც სიცილი აუტყდა.
-გაჩუმდი თორემ ვინმეს მთვრალები ვეგონებით.-მითხრა და წინ გამიძღვა.
ნელა ჩავიარეთ დაღმართი და მის სახლსაც მივადექით.
კოხტა, პატარა, ლამაზი ხის  სახლი იდგა. სახლიდან მუსიკის ხმა და ქალის ყვირილი ისმოდა.
-ჩემი და ძალიან ცელქია- ამიხსნა სიტუაცია.
გამეღიმა.
კარზე დააკაკუნა და გაღიმებულმა შემომხედა.
კარი, შავგვრემანმა, მოცისფროთვალება, წინსაფარაკრულმა ქალმა გაგვიღო. დარწმუნებული ვარ ეს მშვენიერი ქალი ჰარის დედაა.
-დედიკო ჰარი მოვიდა? -გამოჩნდა კართან პატარა ქერა გოგონა. ზუსტად ჰარისნაირი თვალები და ხვეული თმა ჰქონდა. ფართოდ გამიღიმა და ჰარის შეხედა.
-ჰარი, რა ლამაზია, მართლა ლამაზიაა -დავიმორცხვე და თავი ჩავხარე.
ჩემთან ახლოს მოვიდა.
-შეიძლება ამიყვანო?
-მია, შედი სახლში ნუ აწუხებ ბავშვს. -უთხრა და მიაც ბუზღუნით დაემორჩილა. -ბოდიში რომ აქამდე ვერ შემოგიპატიჟე, შემოდი. -ჰარიმ მანიშნა შედიო, მეც შევედი. ნეტავ სწორად მოვიქეცი? არ ვიცი.
-ენი -გამომიწოდა ხელი ქალმა
-მელანია -ჩამოვართვი და გავუღიმე.
-ჰარი, მისაღებში შეიყვანე.
-წამოდი.
-ჰარი, უხერხულად ვგრძნობ თავს.
-გაჩუმდი და შედი
ნერვები მომეშალა. რატომ მაჩუმებს?
იქაურობა ულამაზესი იყო. ყველაფერი კრემის ფერი, მაგიდის გადასაფარებლით დაწყებული დივანით დამთავრებული. როცა იქაურობის თვალიერებას მოვრჩი, მიას გავხედე, რომელიც მომღიმარი მიყურებდა.
-რაღაც რომ გკითხო შეიძლება?-მითხრა და ნაზად გამიღიმა.
-რა თქმა უნდა! გისმენ. -ვუთხარი და მის სიმაღლეზე დავიწიე.
-კითხვა მართლა ძალიან გიყვარს? -დიდი, მწვანე, ინტერესით სავსე თვალები მომაპყრო.
ანუ ჰარიმ ისიც უთხრა რომ კითხვა მიყვარს?
მას ავხედე.
-ჰო, რა იყო შენზე ვუამბე ცოტა
-ცოტა? -ჩამეცინა
-კარგი ჰო, ცოტაზე ოდნავ მეტი

***
პატარა მია ახლა უკვე კალთში მეჯდა და მეხუტებოდა.
-მიყვარხარ მელანია! -ძილნარევი ხმით მითხრა.
პატარა ხელებით ცდილობდა ბოლომდე მომკვროდა.
-მეც მიყვარხარ -გამეღიმა.

-ჩაეძინა -ვთქვი ჩუმად.
-წავიყვან
-არა ჰარი, გაეღვიძება, თუ წინააღმდეგი არ ხარ მე დავაწვენ
-კარგი -მითხრა და წინ გამიძღვა.
-ეს ოთახია-მითხრა ხმადაბლა.
პატარა ლოგინზე დავაწვინე და გადასაფარებელი საიმედოდ დავაფარე.
-როგორი ლამაზია- ჩავილაპარაკე.
-დედას გავს -მითხრა ჰარიმ და ნაზად გაიღიმა.
-შენც გგავს, თმით, თვალებით-ავხედე
-ჰომ, შეიძლება.
-ჩემი წასვლის დროა -წამოვდექი.
-უკვე ბნელდება, მე წაგიყვან
მეშინოდა, ამიტომ უყოყმანოდ დავთანხმდი.
ენის მადლობა გადავუხადე გემრიელი კექსებითვის და გარეთ გავედით.
მთვარე დაბურულად მოჩანდა.
-შენ ლამაზი ხარ -მითხრა და შემომხედა.
გამეცინა.
-მახსოვს შენი სიტყვები რაც მითხარი, თითოეული. მადლობა, მჭირდებოდა, ნამდვილად მჭირდებოდა ვინმესთან საუბარი.
გამეღიმა.
-იცი, როცა დაგჭირდები ყოველთვის შენ გვერდით ვიქნები -ვთქვი და ავხედე 
-მადლობა
გამეღიმა.
-შენი აზრით, როდესაც ჩიტი ჯდება ხეზე რა ემართება ხეს?
-ჩიტის გრამები დაამძიმებდა -გადავიხარხარე.
-სწორი პასუხიაა-მითხრა გახარებულმა.
-ასე კარგად რატომ მექცევი? გინდა შემიყვარდე? -ვთქვი პაუზის შემდეგ სიცილით.
გაეღიმა. -შენ ისეთი კარგი ხარ, ისეთი კეთილი, თბილი, მზრუნველი. ისეთი ლამაზი თვალები გაქვს მინდა დაგიკოცნო, ცუდად ვხდები როცა ხელს მკიდებ, როცა მეხუტები. სულ მინდა ჩემთან იყო, არასდროს დამტოვო. ჰარი, მგონი ახლა გული წამივა -ვთქვი და ბოლო ხმაზე გადავიხარხარე.
-მელანია, არ წაიქცე -ხმა ნელ-ნელა წყდებოდა. ბოლოს თვალები დამიბნელდა, ჰარის შეშინებული ხმა კი ნაწილ-ნაწილ მესმოდა.
ჯანდაბა, ყველაფერი მე როგორ მემართება?

Once in a lifetime you were mine (Harry Styles)Where stories live. Discover now