ტელეფონის ხმა მაღვიძებს
-ახლა ვინ ჯანდაბა უნდა იყოს?-ამოვიკურთხე"Harry"
-ჰარი?
მაშინვე ვუპასუხე.
-ჰარი, გამაღვიძე!
-ადექი სადღაც მიმყავხარ!
-სად მიგყავარ -საათს დავხედე-დილის 4 საათზე?
-თუ გითხარი რაღა გამოვა?
-კარგი. როდის მოხვალ?
-უკვე გარეთ ვარ და გელოდები!
-რა? -თვალები დავჭყიტე.
მაშინვე ფანჯარაში გავიხედე და ჰარის ლურჯი მანქანა შევნიშნე.
-მართლა სულელი ხარ, ჰარი სტაილს!
-ჰო, ვარ, ოღონდ სწრაფად გამოდი, გავიყინე
-ღირსი ხარ
-მადლობა!
ტელეფონი გავთიშე და უმალ დავიწყე მზადება.
წერილი დავწერე და ბებიას დავუტოვე, რომ არ ინერვიულოს.
&&&
ისლიან მთებს გავხედე.
ნაცრისფერი ღრუბლები, წვიმის წვეთები და ეს ნისლიანი მთები, გულს მიკუმშავდა, მაგრამ არც არსად მივდიოდი.
რამდენი საერთო გვაქვს მე და მას.
თითქოს ისიც მარტოა, თითქოს მასაც ატკინეს..ცრემლები დაუღალავად მისველებდნენ სახეს.
თავს ყველაზე დაუცველად და უსუსურად ვგრძნობდი.
თითქოს აქ, გულში, ვიღაცამ დანა გამიყარა და მატკინა, ძალიან მატკინა.ძლიერი მკლავები ვიგრძენი.
-ნუ ხარ მოწყენილი, ჩემო პატარა
-ჰარი
-გისმენ
-ჰომ არასდროს მიმატოვებ?
-რა თქმა უნდა არა!
ფართოდ გამიღიმა.
-გული მტკივა
-ვიცი
-არ მინდა მტკიოდეს
-ჩემო პატარა -ხელები უფრო მჭიდროდ მომხვია -მე მიყვარხარ!
YOU ARE READING
Once in a lifetime you were mine (Harry Styles)
Fanfictionფისტოლეტის ხმა გაისმა. ბეტონის სრულიად მკვდარ და უსიცოცხლო ფერს, წითელიც შეერია. კივილმა მოიცვა იქაურობა. წყნარი იყო ლონდონი და ნაცრისფერი ცა. -მელანიაა! მელანია-მეთქი! ისევ ის, ისევ ის კოშმარი?