-რამდენი ხანი გავიდა?
-2 თვე
-2 დაწყევლილი თვე! რა გეგონა რას აკეთებდი? ფეხებზე გეკიდა ხომ რას განვიცდიდი! ფეხებზე გეკიდა ხო როგორ ვნერვიულობდი? საერთოდ რატომ ვარსებობ შენ ცხოვრებაში, ჰო?
ღრიალებდა ბოლო ხმაზე.-ჯერ ერთი ნუ მიყვირი! მერე მეორე როგორც მინდა ისე მოვიქცევი, შენ არავინ გეკითხება.
მეც არანაკლებ ვუბრიალებდი თვალებს.-არავინ მეკითხება, ჰო? არავინ!
მაჯაში მწვდა.-ხელი გამიშვი!
-არ გაგიშვებ!
-გამიშვი-მეთქი მტკივა!
ხელები მომაშორა.
-გიჟივით იქცევი!
შევუღრინე.-შენ კი სულელივით!
ხელი მაჯებზე მივიდე, ტკივილისგან და საერთოდ ყველაფრისგან, ცრემლები წამომივიდა.
-მაპატიე.. -სევდიანად ჩაილაპარაკა- მე უბრალოდ შენზე ვღელავდი
ხმაც არ გამიცია ისე უცებ მოვშორდი იმ დაწყევლილ ადგილს.
საბედნიეროდ არ გამომყოლია, გამიკვირდა კიდეც.გაწვიმდა.
ასეთ დროს ხომ ყოველთვის წვიმს.
ლამაზ ფილებს წყლის წვეთები ხმაურიანად ასკდებოდა.
სიცივისგან ტანში მაჟრიალებდა.ძლივს ჩავიარე ორი ბნელი კორპუსი და ჩემს, უფროსწორად ბებიას სახლსაც მივუახლოვდი.
კარი ხმაურიანად შევაღე.
-ბებია, მოვედი!
გამეღიმა როდესაც მისი პატარა, მოცუხცუხე სხეული დავინახე.
-სულ დასველებულხარ, ჩემო პატარა.
-ჰო..
-ის იყო?
-ვინ ის, ბებია?
გამეცინა.
-შენი შეყვარებული.
-ო, არა, შეყვარებული არ მყავს.
-კარგი, კარგი.
YOU ARE READING
Once in a lifetime you were mine (Harry Styles)
Fanfictieფისტოლეტის ხმა გაისმა. ბეტონის სრულიად მკვდარ და უსიცოცხლო ფერს, წითელიც შეერია. კივილმა მოიცვა იქაურობა. წყნარი იყო ლონდონი და ნაცრისფერი ცა. -მელანიაა! მელანია-მეთქი! ისევ ის, ისევ ის კოშმარი?