თავი 1

878 47 3
                                    

როგორც იქნა, მივიღე სკოლიდან გადასვლის გადაწყვეტილება. ეს მართლაც მნიშვნელოვანი რამ იყო, რაც ძირფესვიანად შეცვლიდა ჩემს ცხოვრებას. ახალი გარემო, ახალი მასწავლებლები და რაც მთავარია, ახალი მეგობრები. უკვე ისე ვარ, არც მაინტერესებს ძველ სკოლაში მყოფთა რეაქციები, რადგან კარგად ვიცი, რა ამბავიც მოჰყვება ამას. სიმართლე რომ ვთქვა, ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომაც მივიღე ასეთი ფადაწყვეტილება, კლასელებთან არც ისე კარგი ურთიერთობა იყო. ნუ კარგი, ამის განხილვა ახლა არ ღირს... ხო მართლა, მე სიუზი ვარ,17 წლის, უკვე მე-12 კლასელი. ნახევრად კორეელი ვარ და ნახევრად ამერიკელი. მამა კორეელი მყავს. დღეს კორეაში, კერძოდ კი სეულში 6 წლის შემდეგ პირველად ჩამოვედი. ასე იმიტომ მოხდა, რომ ჩემი მშობლები განქორწინებულები არიან. მე კი დედაჩემთან ამერიკაში ვცხოვრობდი. ის სულ რაღაც 3 წლის წინ გარდაიცვალა. ამან კი დიდი დარტყმა მომაყენა. თავს საშინლად ვგრძნობდი, რადგან დედაჩემთან ყველაზე ახლოს ვიყავი. ის სულ გვერდში მედგა. მისმა წასვლამ კი სულიერად გამანადგურა და ბოლო მომიღო. უფრო ჩაკეტილი გავხდი და ბევრ ახლო მეგობართან გავწყვიტე ურთიერთობა... ბოლოს კი ბებიაჩემის(დედაჩემის დედა) დიდი თხოვნით გადავწყვიტე, სეულში მამაჩემთან ჩამოვსულიყავი, რადგან გარემოს შეცვლა მართლაც ძალიან მჭირდებოდა და ახლა აქ ვარ. შესაბამისად , ახალ სკოლაში მიწევს შესვლა. მამაჩემმა ძალიან თბილად მიმიღო. ეს არც გამკვირვებია, თან ამდენი ხანია არ ვუნახივარ. რა თქმა უნდა, ერთმანეთს ვეკონტაქტებოდით, მაგრამ ხშირად ვერ ვახერხებდით მამაჩემის სამსახურის გადამკიდე. ის ერთ-ერთი დიდი კომპანიის უფროსია სეულში. ახლა ვწევარ ჩემს ოთახში და ხვალინდელ დღეზე ვფიქრობ. ხვალ ახალ სკოლაში წასვლის პირველი დღეა. ძალიან ვნერვიულობ და სწორედ ეს არ მაძლევს მშვიდად ძილის საშუალებას. ისიც კი არ ვიცი, ახალი კლასელები როგორ მიმიღებენ, მაგრამ ეს ნაკლებად მადარდებს, რადგან ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწავლაა... ცოტახანში ვიგრძენი, როგორ დამიმძიმდა ქუთუთოები და სიზმრების სამყაროში გადავეშვი... დილით ადრე გამეღვიძა. გამიხარდა, რადგან არ მომიწევს მაღვიძარას გამაყრუებელი ხმის მოსმენა, რადგან ეს ხმა საშინლად მძულს. საათს დავხედე, 8-ის ნახევარია. ავდექი, სააბაზანოში შევედი, მოვწესრიგდი და შემდეგ ტანსაცმლის არჩევას შევუდექი. ბევრი არ მიწვალია, მაღალწელიანი შავი შარვალი, თეთრი უბრალო მაისური და შავი ქურთუკი ჩავიცვი, ფეხზე კი თეთრი ბოტასები. მკრთალი მაკიაჟი გავიკეთე, რაც მკრთალი ტუჩსაცხითა და ტუშით შემოიფარგლება. თმები კი გაშლილი დავიტოვე.ზოგადად ზედმეტი მაკიაჟი არ მიზიდავს, ბუნებრივობას ვამჯობინებ. ამ დროს მამაჩემი შემოვიდა ოთახში. მისმა დანახვამ ძალიან გამახარა.

იღბალი ან უბრალო შემთხვევა (დასრულებული)Where stories live. Discover now