სიუზი'ს P.OV
გაოგნებული ვუცქერდი ჩემს წინ მდგომ სხეულს, რომელიც ჩემს სიმაღლეზე დახრილიყო და თავიც მეტისმეტად ახლოს ჰქონდა. დაჟინებით მიცქერდა თვალებში და წამით ისიც კი გავიფიქრე, რომ მაკოცებდა, მაგრამ ეს ფიქრები მაშინვე ამოვიგდე თავიდან, რადგან ახლა კარგ მდგომარეობაში ნამდვილად არ ვიყავი.-გამიშვით, ბატონო პაკ. არ დაგავიწყდეთ, რომ უნივერსიტეტში ვართ.
-რატომ პატარავ? ასეც მშვენივრად ვარ.
უკვე ვეღარ ვუძლებდი მის ასეთ ლაპარაკს, რადგან... ჯანდაბა, მართლა ძალიან მომენატრა მისი ასეთი ქცევა, მაგრამ ჩემი მეორე მე საპირისპიროს ამბობს, სასწრაფოდ უნდა გავაღწიო აქედან.
-გითხარი გამიშვი მეთქი! რატომ არ გესმის?
-არ შეგიძლია ცოტა ხნით მაინც გაჩუმდე?
აჰ, ჯანდაბა! როგორც ჩანს მეტისმეტად გავაბრაზე! ახლა აქ, მის წინაშე და ასე უსუსურად დიდი ხნით მომიწევს ყოფნა. ჯანდაბა შენს თავს, პაკ ჩანიოლ!
-გავჩუმდე? რატომ უნდა გავჩუმდე? ან რას ითხოვ ჩემ...
უცებ სიტყვა შუაზე გამიწყდა, რადგან, მან ჩვენი ბაგეები შეაერთა და იმდენად ნაზად დამიწყო კოცნა, ლამის ხელებში ჩავადნი. აჰ, რას მიშვები ჩანიოლ! ახლა მის წინაშე სრულიად უძლური ვარ! ვერ ვინძრევი და ვერც ვეწინაღმდეგები! ბოლოს კიი საკუთარ თავს უფლებას ვაძლევ და კოცნაში ვყვები. თავბრუს მახვევს მისი სურნელი, მისი შეხება და მთლიანად სიამოვნების მორევში ვიძირები!
YOU ARE READING
იღბალი ან უბრალო შემთხვევა (დასრულებული)
Romanceსიუზი ერთი უბრალო გოგოა, რომელიც დედის გარდაცვალების შემდეგ სეულში მამასთან ჩადის. იქ კი ახალ სკოლაში იწყებს სიარულს. რა მოხდება იქ? ამას ფიკში გაიგებთ...