თავი 6

377 28 9
                                    

სიუზი'ს P.O.V

ჩემ წინ მდგომ ადამიანს ვუყურებ და სიხარულისგან აღარ ვიცი რა გავაკეთო. ნუთუ... ამდენი ხნის შემდეგ ისევ ვნახე. თვალები ცრემლებით ამევსო, ვერ ვიჯერებ. ის ჩემ წინ დგას, მაგრამ მე ნაბიჯის გადადგმასაც ვერ ვახერხებ, მანამ, სანამ მისი ხავერდოვანი ხმა არ მაფხიზლებს:

-მომენატრე ჩემო პრინცესა! მოდი ჩემთან.

 -მომენატრე ჩემო პრინცესა! მოდი ჩემთან

Oops! Questa immagine non segue le nostre linee guida sui contenuti. Per continuare la pubblicazione, provare a rimuoverlo o caricare un altro.


-ღმერთო ჩემო, ჯონგუკ! არ მჯერა!

მეც ვივიწყებ ჩემთან მდგომ ორ სხეულს და ჯონგუკისკენ გავრბივარ, მთელი ძალით ვეხუტები. ისიც მჭიდროდ მხვევს თავის დიდ ხელებს. როგორ მომნატრებია ჩემი გუკი.

რა თქმა უნდა, არ იცით ეს საყვარელი არსება ვინ არის. ახლავე ყველაფერს მოგიყვებით.
ეს ჩემი ბავშვობის მეგობარი ჯონ ჯონგუკია.

Flashback
სიუზი'ს P.O.V
როდესაც ორივე მშობელთან ერთად კორეაში ვცხოვრობდი, გუკი სწორედ იქ გავიცანი. მაშინ ალბათ 8 წლისები ვიქნებოდით. მახსოვს, პირველად გუკი დედაჩემმა გამაცნო. თავიდან დიდად არ მეხატებოდა გულზე თავისი უაზრო გამოხტომებისა და უცნაური ღიმილის გამო, მაგრამ მალევე დავმეგობრდით.

10 წლისები რომ ვიყავი, მშობლებმა სწორედ მაშინ გადაწყვიტეს, განშორება. ამ ამბავმა ჩემზე საშინლად იმოქმედა, მაგრამ მათთან არაფერს ვიმჩნევდი. მხოლოდ ჯონგუკთან ვიცლებოდი ემოციებისგან, ის კი სულ მამშვიდებდა. ამას სკოლის პრობლემებიც ემატებოდა. აქაც ჩემი ერთადერთი მეგობარი გუკი იყო, რომელიც ყველასგან მიცავდა.

იღბალი ან უბრალო შემთხვევა (დასრულებული)Dove le storie prendono vita. Scoprilo ora