თავი 2

468 36 4
                                    

საკუთარი თავით კმაყოფილი წამოვედი იმ ადგილიდან და დავინახე, რომ მილიონობით თვალი მომჩერებოდა. კიდევ ერთი ფაქტი ჩემ შესახებ: საშინლად არ მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. ამიტომ ნაბიჯს ავუჩქარე და ის იყო შენობაში უნდა შევსულიყავი, როცა ვიღაცის ხმამ გამაჩერა:

–ჰეი, დამელოდე.

ხმის მიმართულებით გავიხედე და ვიღაც საყვარელი გოგო დავინახე, რომელიც ჩემკენ
მორბოდა.

–მინდა გითხრა, რომ ვამაყობ შენით.

 ღიმილით მითხრა და როცა დაინახა ჩემი დაბნეული სახე, ისევ დაიწყო:

К сожалению, это изображение не соответствует нашим правилам. Чтобы продолжить публикацию, пожалуйста, удалите изображение или загрузите другое.

ღიმილით მითხრა და როცა დაინახა ჩემი დაბნეული სახე, ისევ დაიწყო:

–აჰ მაპატიე, დაგაბნიე. შენ ალბათ ახალი ხარ. მე ჯენი ვარ, შენი ახალი კლასელი.

  მიუხედავად იმისა, რომ ახლა ყველაზე ნაკლებად ახალი მეგობრების გაჩენა მადარდებს, ეს გოგო პოზიტიური ჩანს და მეც რატომღაც გამახარა მისმა დანახვამ.

–მე სიუზი მქვია. სასიამოვნოა შენი გაცნობა. იმედი მაქვს, ამიხსნი, ის იდიოტი ვინ არის ასე უხეშად რომ დამელაპარაკა. მანამდე კი დირექტორის კაბინეტი უნდა ვიპოვო.

–მაგაზე მოგვიანებით დავილაპარაკოთ. ზარი 10 წუთში იქნება. მე უნდა წავიდე, რაღაც საქმე მაქვს, გაკვეთილის დაწყებამდე უნდა მოვასწრო. დირექტორის კაბინეტი მესამე სართულზე დერეფნის ბოლსაა. აბა დროებით. კლასში შევხვდებით.

გამიღიმა, ჩემთან მოვიდა, გადამეხვია და ისე უცებ წავიდა, რომ მადლობის გადახდაც ვერ მოვასწარი.

იღბალი ან უბრალო შემთხვევა (დასრულებული)Место, где живут истории. Откройте их для себя