სიუზი'ს P.O.V
აუტანელია ეს ყველაფერი. ყოველ წამს უფრო და უფრო გაუსაძლისი. მინდა მისი ხმა ისევ გავიგო, მხოლოდ ამაზე ვფიქრობ. მოგონებების სიტკბოება ბევრად ადრე წამერთვა, რადგან უკვე ვხვდები, რომ აღარავინ მყავს ისეთი, ვისთან ერთადაც რაიმეს გავიხსენებდი. თითქოს მოგონებაც მაშინ იკარგება, როცა იმ ადამიანს კარგავ, ვისთან ერთადაც იმ ამბებს მოიგონებდი.მე დავკარგე ჩანიოლი, ადამიანი, რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარს, მაგრამ მან ეს არ იცის, რადგან ვერ ვუთხარი. ვერ მოვასწარი მისთვის ჩემი გრძნობების შესახებ მეთქვა. წავიდა და დამტოვა ისე, რომ ერთი სიტყვაც არ უთქვამს ჩემთვის.
რისი იმედი მქონდა? ეს არის ის მწარე რეალობა, რომელსაც დღეიდან უნდა შევეგუო, რაც არ უნდა რთული იყოს ჩემთვის.
მაგრამ მე მივხვდი, რომ სადაც არ უნდა იყოს, ვისთან ერთადაც არ უნდა იყოს და რასაც არ უნდა აკეთებდეს, ყოველთვის გულწრფელად, უზომოდ და ნამდვილად მეყვარება.ერთი წლის შემდეგ
ავტორი'ს P.O.V
ჩაფიქრებული გოგონა უნივერსიტეტის დერეფანში მიაბიჯებს, როცა მოულოდნელად ნაცნობი ხმა აჩერებს:-სიუზი, დაიცადე!
გოგონა ხმის მიმართულებით იხედება და როგორც კი მისკენ მორბენალ დაქალს ამჩნევს, მის ბაგეებზე მაშინვე ნაზი ღიმილი იკავებს ადგილს.
-ჯენი? რამე მოხდა?
ჯენი სულის მოთქმას ძვლივს ახერხებს, კედელს ეყრდნობა და საუბარს ცოტათი დამშვიდებულ ტონზე იწყებს:
VOCÊ ESTÁ LENDO
იღბალი ან უბრალო შემთხვევა (დასრულებული)
Romanceსიუზი ერთი უბრალო გოგოა, რომელიც დედის გარდაცვალების შემდეგ სეულში მამასთან ჩადის. იქ კი ახალ სკოლაში იწყებს სიარულს. რა მოხდება იქ? ამას ფიკში გაიგებთ...