ჩანიოლი'ს P.O.V
-კარგად იქნება ექიმო?
-კი, ჩემო ბიჭო. უბრალოდ ჭრილობის გამო მაღალი ტემპერატურა აქვს და დღეს კარგი მოვლა დასჭირდება. შეძლებ ამ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას?
-რა თქმა უნდა, შევძლებ ექიმო. საქმე ხომ სიუზის ეხება.
მხოლოდ ორი წამის შემდეგ გავაანალიზე, თუ რა სისულელეც ვთქვი. "საქმე ხომ სიუზის ეხება" ჰაჰ! სერიოზულად? სხვა ვერაფერი მოიფიქრე ჩან?
-იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ ახლო მეგობრები ვართ და სხვაგვარად არც გამოვა.
-ჰო, რა თქმა უნდა. მოკლედ, ეს წამლების ჩამონათვალია. როცა გონს მოვა, მაშინვე დაალევინე.
როგორც კი ექიმი წავიდა,მაშინვე ჩემ ოთახში შევედი. სიუზის მშვიდად ეძინა. მივუახლოვდი, შუბლზე სველი ნაჭერი დავადე და იქვე ახლოს წყლით სავსე ჯამი დავდგი, რათა დროგამოშვებით გამომეცვალა ხოლმე.
ცოტახნით იქვე მდგარ სკამზე ჩამოვჯექი და სიუზის დავუწყე ყურება. ჩვენი პირველი შეხვედრა გამახსენდა და ამან თითქოს ხასიათზე მომიყვანა. მაშინ რას წარმოვიდგენდი, თუ ასე ადვილად დაიკავებდა ადგილს ჩემ გულში, რომელიც არასდროსაა ღია ასეთი გრძნობებისთვის.
ფიქრებიდან სიუზის ხმას გამოვყავარ. რაღაცას ბოდავს. მაშინვე ავდექი და მას მივუახლოვდი. მთლად სველია და ვერც ისვენებს. სხვა გზა არ არის, უნდა გამოვუცვალო.
კარადიდან შედარებით გრძელი მაისური გამოვიღე, სიუზის კი საბანი დავაფარე და ვეცადე ისე გამომეცვალა, რომ არაფერი დამენახა. მიკვირს, სხვებზე ასე ზრუნვა როდიდან დავიწყე. ჩვეულებრივ, ის ჩანიოლი, ვინც წესით მე ვარ, ასეთი სიტუაციით ისარგებლებდა, მაგრამ არა სიუზის შემთხვევაში, ის მეტისმეტად უმანკოა.
წასვლას ვაპირებდი, როცა ხელზე შეხება ვიგრძენი. სიუზი მთელი ძალით მეჭიდებოდა და დარჩენას მთხოვდა. ესეც მის ბოდვას მივაწერე, რადგან ფხიზელი სიუზი ამას არასდროს გააკეთებდა. მაგრამ მეც მეტი რა მინდოდა. გვერდით მივუწექი, მივიხუტე და მასთან ერთად გადავეშვი სიზმრების სამყაროში.
YOU ARE READING
იღბალი ან უბრალო შემთხვევა (დასრულებული)
Romanceსიუზი ერთი უბრალო გოგოა, რომელიც დედის გარდაცვალების შემდეგ სეულში მამასთან ჩადის. იქ კი ახალ სკოლაში იწყებს სიარულს. რა მოხდება იქ? ამას ფიკში გაიგებთ...