სიუზი'ს P.OV
ძლიერი თავის ტკივილი მაიძულებს, თვალები დიდი გაჭირვებით გავახილო და ცუდად ყოფნის მიუხედავად ვაანალიზებ, რომ არც ისე სახარბიელო მდგომარეობაში ვარ. ირგვლივ ბნელა, მხოლოდ რამდენიმე კუთხეშია განათება. საშინლად არ მომწონს ეს სიტუაცია.-როგორც იქნა გაიღვიძე, არადა მეგონა, დღეს არ მოხვიდოდი გონს.
მესმის ირონიული ხმა და ამ ხმის მიმართულებით ვიხედები. ზუსტად ჩემს წინ დაახლოებით 19 წლის ბიჭი გამოჩნდა, რომელიც დაჟინებით მათვალიერებდა.
-შენ ვინ ხარ?- ვეცადე მკაცრად მეთქვა, მაგრამ ეს უფრო კატის კნავილს ჰგავდა.
-ჩემი ვინაობის ცოდნა ჯერ არ არის საჭირო, ძვირფასო. ცოტაც მოითმინე და მალე გაიგებ ყველაფერს.
-და აქ რა ჯანდაბას ვაკეთებ? ამიხსნი ბოლოსდაბოლოს?
მშვიდად სიუზი, ახლა არ ხარ ისეთ მდგომარეობაში, რომ ვინმეს უყვირო, მაგრამ არ უნდა ვანახო მას ჩემი სუსტი მხარეები, ასე უფრო შევძლებ გადარჩენას.
-ოუ, როგორი ცნობისმოყვარე ხარ, პრინცესა.
გავიგე მისი ირონიული ხმა და ის იყო, პასუხი უნდა გამეცა, როცა დიდი კარები გაიღო და იქედან ვიღაც კაცი შემოვიდა.
YOU ARE READING
იღბალი ან უბრალო შემთხვევა (დასრულებული)
Romanceსიუზი ერთი უბრალო გოგოა, რომელიც დედის გარდაცვალების შემდეგ სეულში მამასთან ჩადის. იქ კი ახალ სკოლაში იწყებს სიარულს. რა მოხდება იქ? ამას ფიკში გაიგებთ...