თავი 9

330 28 8
                                    

სიუზი'ს P.O.V
გასვლას ვაჭიანურებ. იქნებ არც ღირს? რატომ უნდა გავიდე და ვნახო, როცა მშვენივრად შემიძლია უბრალოდ ტელეფონზე საუბრით მოვაშორო ამ ადგილს? არა , ასე არ გამოვა. ნუ რაღაც ნაწილს მაინც სურს მისი ნახვა, მაგრამ ვერ ვხვდები, რატომ. აჰ, ჯანდაბა! რაც არის, არის. გავალ, ორ სიტყვას ვეტყვი და იქნებ მაშინ მაინც წავიდეს.

მაშინვე ვინანე ჩემი საქციელი, როცა ჩანიოლი დავინახე. ისე მიღიმოდა, მეგონა აქვე დავეცემოდი.

მაგრამ მე რის სიუზი ვარ, თუ არაფერი შევიმჩნიე და ისე მოქცევა არ განვაგრძე, თითქოს არც არაფერი მომხდარა

Oups ! Cette image n'est pas conforme à nos directives de contenu. Afin de continuer la publication, veuillez la retirer ou mettre en ligne une autre image.

მაგრამ მე რის სიუზი ვარ, თუ არაფერი შევიმჩნიე და ისე მოქცევა არ განვაგრძე, თითქოს არც არაფერი მომხდარა.

-აბაა, აქ რამ მოგიყვანა, მეტყვი ბოლოსდაბოლოს?

-მეგონა აღარ ჩამოხვიდოდი და წასვლაც კი დავაპირე. მაგრამ შენ მაინც მოხვედი ჩემთან, პატარავ.

უნდა ვაღიარო, მისი ნათქვამი "პატარავ" უკვე ზედმეტად მოქმედებს ჩემზე. ცოტაც და ალბათ გული ამომივარდება, ისე მიცემს, ახლა ის უფრო გამიკვირდება, ამისი ხმა ჩანიოლს რომ არ ესმოდეს. ღმერთო, რაებს ვბოდავ. მალე ალბათ ჭკუიდან შემშლის ეს დორამები. რა მინდოდა, რომ ვუყურებდი. აიშ! მეტის ღირსი ხარ სიუზი. რა გინდოდა, რომ გამოდიოდი?

-ხოდა ახლა შეგიძლია წახვიდე.

ამის თქმაც ძვლივს მოვახერხე და უკან გამობრუნებას ვაპირებდი, როცა ხელზე თბილი შეხება ვიგრძენი.

-მოიცადე. რატომ გამირბიხარ? იცი მაინც როგორ მტკენ გულს?

ამის თქმა და მისი თვალიდან ცრემლის გადმოვარდნა ერთი იყო. მოიცადეთ! ის რა, ტირის? პაკ ჩანიოლი, სკოლის ცუდი ბიჭი, მექალთანე და ულმობელი ადამიანი ახლა ჩემს თვალწინ ტირის? არა, ეს რაღაც გაუგებრობაა!! რას ნიშნავს მისი ასეთი საქციელი? ან რა ჯანდაბა ხდება საერთოდ?

იღბალი ან უბრალო შემთხვევა (დასრულებული)Où les histoires vivent. Découvrez maintenant