ჩანიოლი'ს P.O.V
არა, არა, არა! სიუზი! ღმერთო, რა გავაკეთო? ძალიან დაბნეული ვარ ამის დედაც! წესიერად ვერც ვაზროვნებ.
მაგრამ უცებ ბექიონი გამახსენდა! ჰო, მას დავურეკავ, აქ მოვა და დამეხმარება.
ტელეფონი ამოვიღე და რამდენიმე წამის შემდეგ გავიგე მისი ხმა. ლაპარაკი აღარ ვაცადე, პირდაპირ მივახალე:
–ბექიონ, სასწრაფოდ შენი დახმარება მჭირდება!
–კარგი რა, ჩან, უკვე ხომ გითხარი...
–რომ გეუბნები, ესეიგი სასწრაფოა, ამის დედაც.–ვუღრიალე ტელეფონში.–მისამართს მოგწერ და დროულად აქ გაჩნდი.
მეტი აღარაფერი მითქვამს, ტელეფონი გავუთიშე და სიუზის თავი კალთაში ჩავიდე.
–ცოტაც გაუძელი პატარავ, ყველაფერი კარგად იქნება.– ეს ვუთხარი გონებადაკარგულს და შუბლზე სწრაფად ვაკოცე. ამ წუთას მის მიმართ ყველანაირი სიძულვილი გამიქრა. თითქოს რაღაც მიზიდავს მასში და თავს ვეღარაფერს ვუხერხებ. მაგრამ ჩემი პრინციპები არ მაძლევს მასზე ასე ფიქრის საშუალებას.
10 წუთი ასე ვიყავით. როგორც იქნა, ბექიონიც გამოჩნდა თავისი მანქანით. მანქანიდან გადმოვიდა, მის სახეზე ნათლად შევამჩნიე დაბნეულობა. ბოლოს კი დამიყვირა:
–ჯანდაბა, ჩანიოლ! ეს რა ჩაიდინე. ხომ გითხარი, არაფერი დაუშავო მეთქი!
–შენ რა, მართლა გგონია რომ ეს მე გავაკეთე?–მეც არ დავაკელი.
–აბა რა ჯანდაბა მოხდა?
–ახლა ამის დრო არ არის. სწრაფად უნდა წავიყვანოთ სიუზი ჩემს სახლში. შენ კი ექიმთან დარეკე და უთხარი, რომ მოვიდეს.
ESTÁS LEYENDO
იღბალი ან უბრალო შემთხვევა (დასრულებული)
Romanceსიუზი ერთი უბრალო გოგოა, რომელიც დედის გარდაცვალების შემდეგ სეულში მამასთან ჩადის. იქ კი ახალ სკოლაში იწყებს სიარულს. რა მოხდება იქ? ამას ფიკში გაიგებთ...