სიუზი'ს P.O.V
ჩემსა და ბექიონს შორის უხერხული სიჩუმე იყო ჩამოწოლილი. თან მე მთელი ჩემი ყურადღება მასწავლებლისკენ მქონდა გადატანილი. არ მინდოდა, რომ პირველივე დღეს შენიშვნა დამემსახურებინა.
რამდენიმე წუთი ასე ვიყავით. ბოლოს გადავწყვიტე, სიჩუმე მე დამერღვია და ბექიონისთვის მადლობა ისევ გადამეხადა, ოღონდ ისე, რომ მასწავლებელს არ გაეგო:
-შენ რომ არა, ალბათ მთელი კლასის დასაცინი გავხდებოდი. კიდევ ერთხელ მადლობა ბექიონ.
მან გამომხედა და გამიღიმა. ღმერთო, როგორ შეიძლება ადამიანი ასეთი საყვარელი იყოს. ისეთი სისაყვარლეა, ახლა ჩემი პრინციპები რომ არაა, მთელ კლასს დავიკიდებდი და ჩავეხუტებოდი... ფიქრებიდან მის ჩუმ ხმას გამოვყავარ:
-ეგ რა სამადლობელია. თან დილით უკვე თითქმის მთელ სკოლას დაამახსოვრე თავი.
უცებ ვერ მივხვდი, რა იგულისხმა. რა გასაკვირია, მისი ასეთი გამოხედვა ნებისმიერს დააბნევდა. მან თითქოს ჩემი აზრები წაიკითხაო, ისევ ღიმილით მითხრა:
-შენსა და ჩანიოლის შემთხვევას ვგულისხმობ. ალბათ პირველი ხარ, ვისაც მისი არ შეეშინდა და შეეპასუხა.
აჰა, ესეიგი იმ აყლაყუდას ჩანიოლი ჰქვია. მის ნათქვამზე ჩამეღიმა.
ამ დროს ზარი დაირეკა და ბავშვებმა გარეთ გასვლა დაიწყეს. ბექიონი ლოყაზე ნაზად მომეფერა. ამან საშინლად დამაბნია და სახეზეც ავხურდი, ალბათ პომიდორს ვგავარ, თვალი ჩამიკრა და თვითონაც გარეთ გავიდა.
არც კი ვიცი, ჩემს ასეთ რეაქციას რა დავარქვა. ასეთი მორცხვი როდის მერე გავხდი? მას თვალი გავაყოლე და ჩანიოლის მწველ მზერას წავაწყდი ჩემი მისამართით. მოულოდნელად ადგა, მერხზე ხელი დაარტყა და გაბრაზებულმა დატოვა საკლასო ოთახი.
მისი საქციელის მიზეზს ვერ მივხვდი. რა ემართება? ჯერ იყო და დილიდან მხოლოდ დამამცირებელი და ირონიული მზერით მიყურებდა, ასე უცებ როგორ შეიცვალა?..
ESTÁS LEYENDO
იღბალი ან უბრალო შემთხვევა (დასრულებული)
Romanceსიუზი ერთი უბრალო გოგოა, რომელიც დედის გარდაცვალების შემდეგ სეულში მამასთან ჩადის. იქ კი ახალ სკოლაში იწყებს სიარულს. რა მოხდება იქ? ამას ფიკში გაიგებთ...