თავი 10

346 26 12
                                    

ჩანიოლი'ს P.O.V
დილით ადრე გამეღვიძა. ეგრევე სააბაზანოში შევედი. მოვემზადე, ოთახიდან გავედი და ჩემს ოთახში მყოფ სიუზის შევუხედე. მშვიდად ეძინა. გადავწყვიტე, რაიმე მომემზადებინა, ამიტომ პირველ სართულზე ჩავედი და სამზარეულოსკენ ავიღე გეზი, რა დროსაც ზარის ხმა გავიგე. ოჰ, სულ ასეთ დროს როგორ გამოჩნდება ხოლმე ვიღაც. იმედია, ისევ ის კაცი არ იქნება, თორემ ხელები ისე მექავება, სიტყვის თქმასაც არ დავაცდი, ეგრევე ვცემ.

კარებისკენ წავედი და გავაღე. იქ კი იმ კაცის ნაცვლად სულ სხვა პიროვნება დამხვდა და დამიჯერეთ, მეგონა სიზმარში ვიყავი, თვალები რამდენჯერმე დავახამხამე, რამაც მისი ჩაცინება გამოიწვია.

-ჯიმინ? ძმაო, აქ რამ მოგიყვანა?

-ჰეი, ბიძაშვილო, არ შემომიშვებ?

მისმა დანახვამ ისე გამახარა, მაშინვე მივვარდი და გადავეხვიე.

-ძმაო, არ მჯერა. კი მაგრამ, აქ ჩამოსვლა როგორ მოახერხე?

-მოიცა, მოიცა, ჯერ შემომიშვი და ყველაფერს აგიხსნი.

-ჰო, რა თქმა უნდა, შემოდი

¡Ay! Esta imagen no sigue nuestras pautas de contenido. Para continuar la publicación, intente quitarla o subir otra.

-ჰო, რა თქმა უნდა, შემოდი.

მანაც არ დააყოვნა და მაშინვე შემოვიდა. სახეზე კი ღიმილი დასთამაშებდა.

-როგორ მომნატრებია აქაურობა.

-აბა რა გეგონა, რომ წახვედი და დაგვტოვე.

-სამაგიეროდ ახლა აქ ვარ და ხო, სკოლაშიც ერთად ვივლით, წინააღმდეგი ხომ არ ხარ?

მივხვდი, რომ ირონიულად მელაპარაკებოდა, ამიტომ მეც ავყევი.

იღბალი ან უბრალო შემთხვევა (დასრულებული)Donde viven las historias. Descúbrelo ahora