3

807 62 5
                                    

რამდენიმე საათია საავადმყოფოში ვზივარ და ველოდები როდის მოვა ჩემთან დედა. ოპერაციაზეა შესული და ველოდები როდის დაასრულებს.

მიმღები მოვათვალიერე და ის კაცი დავინახე ვისაც ერთი თვის წინ ბრენდა გაყვა. ეს კაცი მამამისია?! ხელში საბუთები უჭირავს. კიდევ ერთხელ შეავლო თვალი და მიმღებში დატოვა.

-ლიამ_გავიგონე დედას ხმა_მაპატიე დიდხანს გალოდინე.

-დედა_მისკენ მივბრუნდი და გულში ჩავიკარი. როგორ მომნატრებია. თითქმის ორი წელია არ მინახავს.

-ჩემს კაბინეტში შევიდეთ_დერეფანს გავუყევით და თეთრი კარი შევაღეთ. დედა წინ გამიძღვა.

-აბაა როგორ მიდის საქმეები?_ვკითხე და სავარძელში მოვკალათდი.

-ნელ ნელა უფრო რთული ხდება მაგრამ ვუმკლავდები. შენკენ რა ხდება?

-შეიძლება რაღაც გთხოვო?..

-ნებისმიერი რამ.._თბილად გამიღიმა.

ოცი წუთია კაბინეტში მარტო ვზივარ. კარი იღება და საქაღალდეებით დატვირთული დედა შემოდის. სწრაფად ვდგები და მათ დაწყობაში ვეხმარები.

-აი ის რაც მთხოვე.
-ყველა?
-ჰო.. მაგ გოგოს საავადმყოფოში ვიზიტი ხშირად უწევდა. მაინც არ მეტყვი ვინ არის?
-არა არ გეტყვი_საქაღალდე ავიღე და კითხვა დავიწყე.

სამი საათია გაუნძრევლად ვზივარ და ბრენდას სამედიცინო ისტორიებს ვკითხულობ.

ხშირად.. უფრო სწორად ზედმეტად ხშირად მოდის ექიმთან. რეცეპტებს თუ დავუჯერებთ ტკივილგამაყუჩებელს დიდი რაოდენობით მოიხმარს.

წელს გადმოსული გოგოსთვის ზედმეტად გრძელი ისტორიაა.

ბოლო ერთი თვე აქ გაატარა.

აღწერაში კი წერია რომ მსუბუქი ავტო კატასტროფა შეემთხვა მაგრამ ამის დიდად არ მჯერა.

-აღარ მორჩი?_გვერდით დედა დამიდგა.

-ცოტაც_გავუღიმე და კითხვა განვაგრძე. როცა დავასრულე საქაღალდე გვერდით გადავდე. სავარძლიდან ავდექი. გავიზმორე.

The EndWhere stories live. Discover now